მოგეხსენებათ, "ნაპოლი" სეზონის განახლებამდე შეკრებას თურქეთში გადის.
ერთ-ერთ დღეს ხვიჩა კვარაცხელია პატარა ბავშვებს ავტოგრაფს აძლევდა, როდესაც გულშემატკივარმა "დიეგო" დაუძახა.
უკვე ყველამ კარგად იცის, რომ "კვარას" ნეაპოლში და არამხოლოდ ნეაპოლში "კვარადონას" ეძახიან. ეს ყველაფერი უკვე პატარა ბავშვებმაც გაითავისეს და პირდაპირ საფეხბურთო მეფის სახელით მოიხსენიებენ.
ვიდეო აღებულია Khvicha Kvaratskhelia georgia-ს ფეისბუქგვერდიდან
როცა ინსინიე ცრემლებით გააცილა მთელმა ნეპოლმა, კვარაზე იწერებოდა აგდებული კომენტარები, ვინაა, საიდან მოჰყავთ აზრზე არ ვართო და ახლა ისე შებრუნდა ყველაფერი, რომ პირიქით ინსინიე აღარაფერი აღარაა და მხოლოდ კვარა აინტერესებთ?!
ამას ფარისევლობა ჰქვია და ზუსტად იგივენაირად მოექცევიან კვარასაც, როგორც წინამორბედებს.