კვარაცხელიას 45 წუთი და რასპადორის დუბლი - "ნაპოლიმ" "კრისტალ პალასსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე, წვიმიან ამინდში "ნაპოლიმ" ამხანაგურ მატჩში "კრისტალ პალასი" 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გატანა მცველმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც "ანტალიასპორთან" მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა
და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" ამ შეხვედრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდება და შაბათს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

ბელეკი. "CARYA GOLF & SPA RESORT"

ნაპოლი - კრისტალ პალასი 3:1
გოლები: 0:1 ზაჰა (33), 1:1 ოსიმენი (35), 2:1 რასპადორი (65), 3:1 რასპადორი (82)

მკითხველის კომენტარები / 37 /
თქვენ ზოგიერთებს რა გინდათ ამ ბიჭმა დღედაღამე მარტო ფეხბურთი ითამაშოს და თქვენ კი მისი ყურებით ისიამოვნოთ?
სამეგრელოშიც იქეიფებს, გურიაშიც და კახეთშიც და ფეხბურთსაც ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ასეა ეს!
ვაჟა მასწავლებელი
22:29 11-12-2022
3
ეს ორი ამხანაგური თამაში და მუდმივი ვარჯიში დაეხმარება ფორმის აღდგენაში ხვიჩას, არც ისე მარტივი ტრავმა გადაიტანა. სისულელეა, ახლა ამხანაგურის 45 წუთით ვინც აფასებს მის შესაძლებლობებს. ეგეთებთან დიალოგიც არ ღირს.
საერთოდ სხვა რაღაც მაწუხებს ახლა.
ნეაპოლის ფანების ჯგუფში ვარ, სადაც უამრავი ნეაპოლელი აკომენტარებს, ხვიჩაზე პოსტები იდება აქტიურად. ერთმა დადო, ხვიჩას საქართველოს დროშიანი ნასკი ეცვა. სრულიად უწყინარი პოსტი დადო იმ იტალიელმა და ქართველებმა ისეთი კომენტარების წერა დაიწყეს სირცხვილისგან სად წავსულიყავი არვიცოდიიი.
ფეხზე დროშის დახატვა უპატივცემულობა არისო, ბარემ ტრუსიკზე დაიხატოსო, ვითომ აქამდე არ უნახავთ ფეხბურთელებს ბუცზე ან გეტრზე გამოსახული დროშა რომ აქვთ.
ეგ გულზე უნდა ეხატოსო...
უკაცრავად ნაპოლის მაისურს გულზე არავინ დაახატავს დროშას . როგორ შეიძლება ყველაფერში მსგავსი გაუნათლებლობა გამოავლინონ!
მერე როგორც ჩვევიათ ნაცებად და ქოცებად დაიყვნენ და ერთმანეთი ლანძღეს, მიშა-ბიძინაც ახსენეს სულ აყროლდნენ. საბოლოოს იმ იტალიელმა პოსტზე კომენტარები გათიშა. როგორ ყველგან უნდა მოიჭრან თავი. სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ხვიჩასნაირ სპორტსმენებს არ იმსახურებს ეს ქვეყანა. რაცარუნდა გააკეთოს, შუაზე გაიხეს და თავისი ქვეყნის კარგად წარმოჩენა უნდოდეს, ჩვეულებრივად თავს მოვჭრით და შეარცხვენს ეს ხალხი აქედან, სოციალური ქსელი უდიდესი პლატფორმაა, სადაც ყველაფერს იგებ ადამიანებზე, ერზე, მენტალობაზე...
იტალიურ გვერდებზე მაინც რომ არ წეროთ რა მოხდებაა? ცოტა არის ქართული საიტები თქვენი სიბრძნეებით გაჟღენთილი?
ერთ თამაშში თუ გოლს ვერ გაიტანს ეგრევე ლანძღავთ და ისეთი სისულელეები იწერება, მარა ქართული გვერდებია და არაუშავს, სხვები მაინც არ ნახულობენ, აქ რაც გინდათ ის დაწერეთ.
ალბათ ტყუილად ვწერ, მარა სადმე უნდა მეთქვა...
სრული სიბნელე და ფსკერი!
Skeleton
00:14 12-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული