"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს

AutoSharing Option
"სოჭის" მფლობელობაში მყოფ ნახევარმცველ ალექსანდრ კოვალენკოს, რომელიც იჯარით ახლა "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, მიაჩნია, რომ სამარულ კლუბში მის თანაგუნდელს, 18 წლის სერგეი პინიაევს, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია:

"პინიაევი ორივე ფეხით სწრაფად და ძალიან მკვეთრად თამაშობს! თუ მცველი მასთან 1-1-ზე რჩება, შანსი არ აქვს! შეხედეთ ხვიჩას - რამდენს იტანს და შედეგიან გადაცემას აკეთებს ის. ვფიქრობ, სერიოგას უფრო მეტი შეუძლია", - ამბობს კოვალენკო.

პინიაევის მოქმედი კონტრაქტი სამარის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt-ი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ვინგერმა "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ჯერ ერთი,იტანს კი არა,გააქვს.გიტანთ თქვენ,უწიგნურ ვაიჟურნალისტებს.რაც შეეხება 18 წლის სერიოგას,გენები სძლევს და სადღაც,23 წლის ასაკში გალოთდება. არ დამბლოკოთ,გთხოვთ.
status quo
13 დეკემბერი 2022 16:08
1
როგორ იტანჯებით არ იქნება თქვენი გამოსწორება არ გასუფთავდება თქვენი გულები .....სალამური გამოვა მეორე მაგისგან კვარაზე მაგარი ფეხბურთელი
ალიბეგ
13 დეკემბერი 2022 11:47
5
თუნდაც ისეთი არაფეხბურთის ქვეყანაში როგორც რუსეთია, საზომი ბარომეტრი რომ ხარ და ყველა შენ გედრება ეგეც თემაა უკვე. დაამტკიცოს ბიძია, ითამაშოს. ლივერპული გახიოს და არავინ დაუკარგავს. ჩვენ არავისი არ გვშურს, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს.
მეგრელი
13 დეკემბერი 2022 16:19
3
5 მსოფლიოს და 7 ევროპის მონაწილე ქვეყანა არის არასაფეხბურთო და არცერთ დიდ ტურნირზე ნამყოფი ქვეყნის ნაკრებია საფეხბურთო დდ: ნეტა თვითონ თუ გჯერად ასეთი აბსურდების.
.
13 დეკემბერი 2022 21:28
18
თვითონ ხვიჩა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი პიროვნება და მხოლოდ ხვიჩას დამსახურებაა, რომ რუსეთში მისი კარიერა არ დასამარდა, როგორც სხვების.
დარწმუნებული უმრავლესობას რუსეთში არ უხარია მისი ასეთი წარმატება, მახსოვს მათი ირონიული კომენტარები ხვიჩაზე, ურალს ვერ უტანს და ევროპულ გრანდებში რაუნდაო რომ წერდნენ. ამას მარტო უბრალო ხალხი არ წერდა.
ვისაც რუსების კეთილგანწყობის გჯერათ ჩვენების მიმართ მართლა მშურს თქვენი :)

.
13 დეკემბერი 2022 18:16
5
რა საჭიროა ამათი აზრის აქ მოტანა? რომ რუსებს კიდევ ერთხელ ვაგინოთ? :)
გუშინ სპარტაკის რომელიღაც ყოფილი მოთამაშე ,,ვაბურთავეთ" კომენტარებში, დღეს კი, ამის და ვიღაც სერიოგას რიგია. :)
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები ზა ფინალი გველოდება. რა დროს სერიოგაა? :)
გივი
13 დეკემბერი 2022 14:45
1
მთელი რუსეთის საფეხბურთო ფედერაცია და "ვარსკვლავები" ადით ოსტანკინოზე და გამოექანეთ.......!!!!!!!!!!!!!!!
ვაჩე!
13 დეკემბერი 2022 21:34
2
ვერაა ეს ხალხი ჯანმრთელი. ტვინში პრობლემად გადაექცათ კვარაცხელია
1
13 დეკემბერი 2022 18:00
5
ბოღმა,შური,გაუტანლობა და აგრესია,ყოველთვის იყო და არის რუსების ხასიათში,ეს მათი ეროვნული გენეტიკაა !!!
ბერო
13 დეკემბერი 2022 15:56
2
ყველა ახალ ვარსკვლავს რომ მარადონას და მესის ადარებენ არგებტინელები, აბა მათ დონემდე თუ მივაო, ეგრე გახდა ხვიჩა რუსებისთვის ))) საოცნებო გაუხდათ ხვიჩას დონის მიღწევა, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიან. ხვიჩას მსგავს ლამაზ ფეზბურთს რთულად ითამაშებს რუსი. გენეტიკის ამბავია. შეიძლება ძალიანაც ბევრი გოლი გაიტანოს და ჰყავდეთ ოდესმე კიდევ მაგარი ფეხბურთელები როგორც სტრელცოვი, მაგრამ ტექნიკა და დრიბლინგი, ბურთთან მოფეფევა უფრო სამხრეთული გენია.
საზომად რომ გაიხადეს ხვიჩა ))
13 დეკემბერი 2022 14:28
0
სასაცილოა
Nukri
13 დეკემბერი 2022 11:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული