ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი

AutoSharing Option
35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ამჟამად "ტრაბზონსპორის" ღირსებას იცავს, იქამდე კი 12 სეზონი "ნაპოლიში" თამაშობდა. ის თავის ყოფილ გუნდს თურქულ შეკრებაზე ეწვია და Pazzi di Fanta-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჰამშიკმა არ დამალა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გააკვირვა.

"წარმოუდგენელია, რომ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე) ერთდროულად წავიდნენ. ამ მხრივ გულშემატკივრები გულნატკენნი დარჩებოდნენ, მაგრამ თუ სხვა მხრივ შევხედავთ, შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიდნენ - კიმი, "კვარა" და ოსიმენი.

მე "კვარასგან" ამას არ ველოდი. ვფიქრობ, ყველა გააკვირვა: მისი დრიბლინგი გასაოცარია".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ელოლოავებით ამ სოსოს (რა სახელს აფუჭებს)
სოსო
19:48 16-12-2022
0
სოსო გენაცვალე, ალბად ასაკით პატარა ხარ, და კომუნისტი ფეხბურთელი, რა არის არ გეცოდინება. შენ მოყოლითაც არ იცი ვინ იყვნენ მაშინ ჩვენი მართლაც საამაყო ბიჭები. ისე თუ გაგიგია ევროპის ნაკრებში, რომელ ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები, მე გეტყვი, დავით ყ ი ფ ი ა ნ ი! იმედია გაგონილი მაინც გაქვს. მეტი რა გითხრა, არ ვიცი. ხვიჩა ჩვენი მარგალიტია, რომელმაც რწმენა დამიბრუნა, რწმენა იმის, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, არ შევრცხვებით. მაშინ კი, მაშინ შეიძლება ფიზიკაში ზოგი გვჯობდა, მაგრამ ტექნიკით, პირდაღებულებს ვტოვებდით, თითქმის ყველას, ამიტომაც შეგვარქვეს "საბჭოთა ბრაზილიელები". არ ვიცი ამ კომენტარს შენ წაიკითხავ, თუ არა, მაგრამ იცოდე, როცა ადამიანი თავის წარსულს დასცინის და აქილიკებს, იმას მომავალიც არ ეღირსება.
დიდება საქართველოს საამაყო შვილებს!
ლევანი
21:05 15-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული