"ნეაპოლში ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია" - კავაზაშვილმა კვარაცხელიას კარგი თამაშის მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა და იტალიაში მისი პროფესიული ზრდის მიზეზი დაასახელა.

"შეხედეთ კვარაცხელიას. ის მშვენიერ იტალიურ კლუბში თამაშობს. და მერე როგორ თამაშობს? შესანიშნავად! რატომ? იმიტომ, რომ დიდებული პარტნიორები ჰყავს. ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად ეხმარებიან, მის ჩინებულ ტექნიკურ უნარებს იყენებენ, რომელიც მოედანზე ვითარებას ხედავს.

მას თავისი ოსტატობის დამტკიცების საშუალებას აძლევენ. პირველივე მატჩიდან რატომ გახდა პუბლიკის საყვარელი მოთამაშე? მარადონას სახელობის სტადიონზე დღეს ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. მხოლოდ დროგამოშვებით
ჩანდა ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მაღალი დონისად არავინ არ მოიხსენიებდა, ხოლო იტალიაში მაღალი კლასისა გახდა", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს მგონი ცოტა აზრზე მოდის DD მაგრამ მაიმც ატ...ბს P ანუ რუსეთში "ვერ თამაშობდა" და დიდი არაფერი არ იყო ? აბა მაგ რუსეთში ზედიზედ ორჯერ როგორ დაასახელეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ? და ნაპოლიმ რატომ წაიყვანა ? PP
zura222
16 დეკემბერი 2022 07:25
3
რუსეთში ისე კარგად ვერ გამოზდიოდა რადგან გვერდით ტექნიკური და კარგი მოთამაშეები არ ყავდაო.მართალიც არის.როგორც კვარასი და ოსიმენის დუეტია შეთამაშებული,რუსეთში ვინ შეუწყობდა ხელს.
უცნობი
16 დეკემბერი 2022 10:45
1
ამ ანზორამ რომ თავი დაგვანებოს და თავის მშობლიურ უსტკრასნაჟოპინსკზე ან მუხასრანსკზე ილაპარაკოს არ ურჩევნია? ოეეეე, შეგვეშვი რაა, გაყევი რუსულ გემს და ის ქართველების გაიყოლე ვინც გეთანხმება შენს რუსებთან ვაზელინობაში...
ვენეციის კომისია
16 დეკემბერი 2022 13:13
2
ნაკრებში თამაშის მერე შეამჩნიეს ხვიჩა, როცა ესპანეთს და საბერძნეთს მიყოლებით გაუტანა, მაშინ 19 ის იყო. მახსოვს ევროპულ პრესაში იწერებოდა ორი თამაშით ვარსკვლავი გახდაო. მანამდე მაკედონიას გაუტანა შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი გოლი და ეგრევე დაიწყეს დაკვირვება. ნამეტანი ნუ ეგონებათ რუსებს, რომ ევროპულმა გრანდებმა ურალთან და გროზნოსთან თამაშების დროს შეამჩნიეს ხვიჩა.
ხვიჩამ რუსეთი გამოიყენა ფიზიკის გასაუმჯობესებლად და რა პრაქტიკაც იქ მიიღო თავის ქვეყანას მოახმარა ყველაფერი. შვედეთთან დუბლის მერე მთელს ევროპას საქართველო და მისი ვარსკვლავი ეკერა პირზე.
Skeleton
16 დეკემბერი 2022 11:26
0
სწორია ეს კაცი. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ შენი გადაცემა თუ ვერავინ გამოიყენა, მაშინ შენც არ ჩანხარ. ასე იყო რუბინში, იქ არავინ ვარგოდა და მათ ფონზე რომ შესამჩნევი იქნები რა ბედენაა? დიდ გუნდში რომ შესამჩნევი ფიგურა ხარ ეს სულ სხვა სიმაღლეა.
ჟორა
16 დეკემბერი 2022 10:50
1
არ ვიცი ეს კაცი სწორია, თუ არ, აზრზე მოდის, თუ არა, მაგრამ მე მახსოვს რუბინში ხვიჩას ჰყავდა პარტნიორი დეპოტოვიჩი, რომელიც ხვიცას ჩაწოდებებს და პასებს მშვენივრად ირგებდა და გაქონდა გოლები. ასე, რომ ხვიჩა რუბინშიც კარგი და დიდი ფეხბურთელი იყო და იმიტომ აღმოჩნდა იქ სადაც ეხლა თამაშობს.
გიზოგ
16 დეკემბერი 2022 11:20
1
არ ვიცი ეს კაცი სწორია, თუ არა, აზრზე მოდის, თუ არა, მაგრამ მე მახსოვს რუბინში ხვიჩას ჰყავდა პარტნიორი დესპოტოვიჩი, რომელიც ხვიჩას ჩაწოდებებს და პასებს მშვენივრად ირგებდა და გაქონდა გოლები. ასე, რომ ხვიჩა რუბინშიც კარგი და დიდი ფეხბურთელი იყო და იმიტომ აღმოჩნდა იქ სადაც ეხლა თამაშობს. ბატონებო, პირველ კომენტარში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით.
გიზოგ
16 დეკემბერი 2022 15:32
1
ამ ზაფხულს,ვიღაც რუსი "სპეციალისტის "წერილი წავიკითხე,სადაც ის იმასაც კი ამბობდა,რომ პავლიუჩენკოს,მიხეილს მესხი,ვერც კი უახლოვდებაო,ოსტატობით.მაგით მთავრდება მაგათი სპეციალისტობა.
სოსო
16 დეკემბერი 2022 15:23
1
ამ ღამურას ნაბოდვარს რატომ არ ეშვებით?
111
16 დეკემბერი 2022 13:32
4
ხვიჩა რუსეთშიც ძალიან კარგად შეამჩნიეს.ტყუილად ხომ არ დაასახელეს,წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად?მისმა თამაშმა,რუბინის სტადიონს,მაყურებელი დაუბრუნა და ეს შემჩნევა არ იყო?როცა რუბინმა დესპოტოვიჩი მიიყვანა,ხვიჩას თავდასხმის ცენტრში პარტნიორი გაუნდა და მისი სარგებელიც გაორმაგდა,მერე,მის ფლანგზე,მცველი სამოშნიკოვი დაწინაურდა,რომელიც კარგად უბამდა მხარს,ხვიჩას და ისიც გაბრწყინდა.მერე კი,სამოშნიკოვმა ფეხი მოიტეხა,დესპოტმაც ტრავმები მიიღო და ხვიჩაც გაფერმკრთალდა,რადგან ერთდროულად სამი კაცი ეთამაშებოდა,ჩეხავდა და პასისათვის ადრესატიც არავინ ჰყავდა.მერე კი,მერე ხელიც ჩაიქნია,გაშვებაზე უარი რომ უთხრეს და დაუმსახურებელი ლანძღვა-გინებით,კინაღამ ფეხბურთიც შეაჯავრეს.ღმერთს მადლობა,რომ გამოაღწია და ისეთ გუნდში გადავიდა,ზუსტად მის გემოვნებას რომ შეესაბამება.ხვიჩა ახლა ზუსტად იქ არის,სადაც უნდა იყოს,მაგრამ უკვე იმდენი რამე ისწავლა,მგონი უკვე ყველგან გააკეთებს თავის გასაკეთებელს.მთავარია წინსვლა განაგრძოს და შრომას არ მოუკლოს.ასეც იქნება.
სოსო
16 დეკემბერი 2022 15:18
0
ანუ??? აზრი რა გამოიტანა ნეტა? ის რომ რუსეთის ჩემპიონატი არის დაბალი დონე , მოძველებული საფეხბურთო ხედვა! შედეგი 0! მანდ მარტო მეორე ხარისხოვანი ლეგიონერი თუ ჩადის ისიც ფულის გამო, ან ისეთი ფეხბურთელი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები რომ გაიუმჯობესოს და სხვაგან არსად რო არ აქ წასასვლელი…// მე სულ არ მადარდებს მაგრამ მიკვირს ის რომ, ქვეყნას ამხელა ფინანსური მხარდაჭერა ქონდეს, ამხელა ადამიანური რესუსრსი, ინფრასტრუქტურა უმაღლესი და შედეგი ნოლი??? ესეიგი მიაწექი ხოკეის, და გეეეშვი ამ ფეხბურთს !და იმ ქართველებს რო რუსეთის ნაკრებში თამაში ეამაყებათ იმათ ტვინში ჩამახედა ერთი, ნეტა რა ხდება იქ?
Vasili
16 დეკემბერი 2022 13:35
3
ხვიჩა რო იყო მანდ იმიტო გავდა რუბინი გუნდს და მაყურებელიც ბლომად დადიოდა რუბინის თამაშებზე თორე კი ვხედავთ ყველა სადაც არი ეხლა რუბინი,,სხვათაშორის ისე რა ფეხბურთელებს 20-დან 30 მილიონამდე არ ადებენ ფასს ზედიზედ არ ასახელებენ მატჩის და ზოგადად სეზონის საუკეთესოდ და კიდევ ერთი,,, იდექით ეხლა მინიმუმ 12-14 წელი და უყურეთ მის წარმატებებს ბოღმიანო შურიანებო,,
გელა
16 დეკემბერი 2022 17:46
0
სისულელეა რუსეთში ვერ თამაშობდაო.სპეციალურად მის სანახავად დადიოდა ყაზანში,და არა მხოლოდ იქ, მაყურებელი და აღტაცებულნი იყვნენ მისი თამაშით. და ბოლოს: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი გადაეცა სეზონის ბოლოს,უამრავი თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბიჭი...ეს ფაქტებია და არა ცარიელა სიტყვა ან ემოციები. ეს კაცი აშკარად ურევს უამრაც რამეს.დასანანია.....
მერაბი
16 დეკემბერი 2022 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული