სპალეტიმ გაამხილა, რას ფიქრობს კვარაცხელიაზე და რა თქვა დე ლაურენტისმა

AutoSharing Option
სახლში, ამხანაგურ მატჩში "ლილთან" 1:4 დამარცხებისგან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრაგედია არ შექმნა. ყოველ შემთხვევაში, ასე ილაპარაკა Sky Sport-თან.

მისი თქმით, ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მართებთ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე სამუშაოს სანახევროდ ასრულებენ, რაც შედეგზე აისახება; კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გასახდელში მოღუშული მივიდა, თუმცა შემდეგ ყველას დამდეგი შობა მიულოცა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის გასაუმჯობესებლად სათამაშო დროს აძლევს, სანიმუშო პროფესიონალია და უმატებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
3 დან 2 ის გამოყენება ფეხბურთის მათემატიკაში 100% ს ნიშნავს! საშუალოდ მომენტების ნახევარს პლიუს მეკარის 3 -4 ი,ჩემპიონობა მოაქვს !!!
დევი.
23 დეკემბერი 2022 09:39
0
მიდი ხვიჩა შეუბერე, შენ ფეხბურთისთვის და საქართველოსთვის ხარ დაბადებული, ფორმაშიც უკეთესში შეხვალ იმიტომ რომ ჟილკიანი ჯიუტი ხარ...............
სტალინი
22 დეკემბერი 2022 22:07
1
შეკრების გავლის მერე არ უნდა იყოს გუნდი საუკეთესო ფორმაში.
სეზონი მესამე სიჩქარით უნდა დაიწყოს,ქულები. არ დაკარგოს (ბაიერნიც თამაშობს სტარტზე ხშირად ფრეებს) სეზონის შუისკენ უნდა მოიმატოს გუნდმა და ფინიშზე უნდა იყოს სრულ ფორმაში-ასეა იდეალური მომზადება.
მე ვგულისხმობ საერთოდ გუნდს-
ამას გარდა არსებობენ ოსტატები რომლებიც მატჩების ბედს წყვეტენ და ქულები მოაქვთ გუნდისთვის.
შეიძლება გუნდმა მანქანასავით არ იმუშავა მაგრამ თავდამსხმელმა 3 მომენტიდან 2 გამოიყენა,მეკარემ 3-4 მკვდარი ბურთი გამოაძრო და ასე გროვდება ქულები.
Levani
22 დეკემბერი 2022 20:48
1
მოგებული თამაშების მერე რომ აკრიტიკებდა სპალეტი და წაგებულის მერე აქებს და მხარს უჭერს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინაც კარგს შვებოდა და ახლაც. უბრალოდ აქ ამას ვერც მიხვდებიან, რატონ არის ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ჯანსაღი კრიტიკა და ასევე რთულ დროს გვერდით დგომა მნიშვნელოვანი.
ქართველი გულშემატკივარი სამწუხაროდ ყველაფერს აცდენილია, ამიტომაც ვერ გამოაქვთ დასკვნები საერთოდ ვერაფრიდან.
!!
22 დეკემბერი 2022 14:26
3
შობა-ახალ წელს საქართველოში თუ არ გაატარებს, გაცილებით მალე ჩადგება ფორმაში
აკაკი ხოშტარია
22 დეკემბერი 2022 11:59
4
საქართველოში ვინ გამოუშვებს 4 იანვარს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა აქვს ინტერთან .
dato
22 დეკემბერი 2022 19:52
0
კი მარა რა ტრამვა იყო ასეთი, რომ ამდენი ხანი ფორმა ვერ აღიდგინა? ეგერ სულ ტრამვა აქ დი მარიას ათასში ერთი გამოდის მოედანზე, მარა არასდროს არ ააქ ფორმაში ყოფნის პრობლემა, ქართველები რა ვართ კი მარა ასეთი, ეგერ ჩაკვეტაძეა 3 წელია ფორმაში შესვლას არ დაადგა საშველი.
გოგი
22 დეკემბერი 2022 11:35
16
შეკრების გავლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ წესით და ნახევარი წელი უნდა ეყოთ
1.2.3.4.5.6.
22 დეკემბერი 2022 10:36
2
სწორად იქცევა მწვრთნელი როცა საჭირო იყო აკრიტიკებდა და როცა საჭიროა აქებს
ნიკა
22 დეკემბერი 2022 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული