"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან საუბარში მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას უღიმღამო მატჩზეც გააკეთეს:

"ამ მარცხში დამნაშავე რაჰმანი სულაც არაა, თითის მისკენ გაშვერა უსამართლობა იქნება. სინამდვილეში მარცხის მთავარი მიზეზი სპალეტია. კვარაცხელია და ლობოტკა ყველაზე ცუდად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ განაცხადა, რომ თავის თამაშში სიახლეს შეიტანდა, რათა მეტოქეებს მისი შეჩერება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ "ინტერთან" ეს ვერ ვიხილეთ, მას არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს
მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.


alt"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

მკითხველის კომენტარები / 17 /
Modi idi na x.i, es sityvebi edzgvneba yvela italiel da qartvel daunaxav da umadur adamians. Xvicha gviyvarxar...
1
არ შეიძლება "მხეცის" გალიაში დამწყვდევა, სპალეტიმ მეტი თავისუფლება უნდა მისცეს მას, ეს არის მისი "ფიშკა"!!!!!
მონადირე!
11:28 06-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული