"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერთან" 0:1 დამარცხდა. ედინ ჯეკოს ერთადერთი გოლის წყალობით, "ნერაძურიმ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

მიუხედავად მძიმე მარცხისა, "ნაპოლის" ქომაგები თავს ერთი ისტორიული ფაქტით იმშვიდებენ.

სერია A-ს 1986/87 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, "ნაპოლი" გასვლაზე სწორედ 4 იანვარს "ვერონასთან" დამარცხდა. მაშინ "ინტერმა" და "იუვენტუსმაც" გაიმარჯვეს, "ბებერმა ქალბატონმა" კი ეს მაშინაც საჯარიმო დარტყმის წყალობით მოახერხა. ცოტა ხნის წინ არკადიუშ მილიკის ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმაც ყველამ ვიხილეთ.

მოგეხსენებათ, იმ სეზონში "ნაპოლიმ" სერია A-ს ტიტული მოიპოვა.
როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, "პარტენოპეის" ქომაგები ამ მარცხით ბედნიერი არიან...

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
იდიოტებიიიიიიი DDD
zura222
15:46 05-01-2023
5
მინდა მჯეროდეს რომ კვარაცხელიას უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს საქართველოში ვიდრე მესის ან რონალდოს
ჯაბა
14:05 05-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული