ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის "გრენობლი" დატოვა.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, - ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება.

"გრენობლმა" ქართველი ყოველმხრივ დადებითად დაახასიათა, აღნიშნა, რომ ტრავმების გამო ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და წარმატებები უსურვა.

კოხრეიძე "გრენობლში" 2021 წლის ზაფხულში "საბურთალოდან" გადავიდა და სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ასევე დაგაინტერესებთ