სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ორჯერ კი გატანა მეკარემ არ დაანება. აღსანიშნავია, რომ ჟირონდელებმა ხუთი მომენტი შექმნეს და აქედან სამი - ქართველმა.
„ბორდო“ 10 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 3 ოქტომბერს „კანს“ უმასპინძლებს.
გრენობლი. „სტად დე ალპი“
გრენობლი - ბორდო 2:0
გოლები: 1:0 პოსტოლაჩი (15), 2:0 ტიურაი (90+1)