"სხვა ვარიანტი არ მქონდა; ამის გამო თუ არ გამომიძახებენ, მართლები იქნებიან" - ლუკა გაგნიძე

AutoSharing Option
Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ. წამყვანმა საქართველოს 21-წლამდელთა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:


- ბრუნდები მოსკოვის "დინამოში", მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?
- ასე ვიტყვი: სხვა ვარიანტი არ მქონდა. როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის, არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში, მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში. ხალხს არ უნდა, ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ჰქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე, არ შემიძლია. ეს
იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში. მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ, ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.


საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.



მკითხველის კომენტარები / 24 /
ვინც კიდევ ვერ ელევით რუსეთს, ჩალპით მაგ რუსულ ჭაობში. ხვიჩამ თუ ითთამაშა ბათუმში, ამას რა უშლიდა, ეთამაშა სეზონის ბოლომდე ბათუმში ან თბილისის დინამოში და გამოჩნდებოდა ევროპული ვარიანტიც. აქ ვისაც დაუჩემებია რუსული პროპაგანდისტული ტერმინი ლიბერასტი, თქვენ არც ფეხბუთი ქიყვართ, არც საქართველო და არც მაგ ბიჭის ბედი გაწუხებთ, ტვინ გამორეცხილი რუსეთუმეები ხართ.
irakli81
11 იანვარი 2023 13:51
34
ბიჭი ცხოვრებას ეხლა იწყებს, იმის მაგივრად რომ გავამხნევოთ, რას აღარ წერენ. ისე მე როგორც ვიცი, ჩვენი ბრილიანტი, ხვიჩა, თბილისის დინამომ გააგდო, რუსთავში გადავიდა. იმათმა კიდევ ორი კაპიკი დაინახეს თუ არა გაყიდეს, და რომ არა რუსული ლიგა, ხვიჩა ასეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდა, ასეა ეს. სხვისი განსჯა მაგრად ვიცით, თვითონ რას ვაკეთებთ რო...
ქომაგი
11 იანვარი 2023 20:58
12
რომ არა ომი, ეგ ძლიერი ფეხები უკვე დალეწილი იქნებოდა
Gio
12 იანვარი 2023 08:16
1
შემეცოდა ეს ბიჭი, გაიჭედება ამ რუსეთში. თვითონაც ფაქტია აწუხებს ეს ამბავი, მაგრამ გამოსავალი რა აქვს? ასეთ გრძელვადიან კონტრაქტზე რომ მოაწერა/მოაწერინეს ხელი მაშინ უნდა ეფიქრათ ამაზე.
gogi
11 იანვარი 2023 10:59
7
ვინც ვერ გაიგო ავუხსნი - ამ ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭს ხელი მოაწერინეს 5 წლიან (!) კონტრაქტზე მოსკოვის "დინამოსთან", მისი აგენტი ამბობს რომ აბა რა გვექნა - ევროპელები კი იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენო. ბიჭი 19 წლისაა და რა ასეთი საჩქარო იყო მისი წასვლა? ფული ეჩქარებოდა ეტყობა კლუბსაც და აგენტსაც. მაგრამ არც ესაა მთავარი - კი ბატონო, წასულიყო მოსკოვის "დინამოში" მაგრამ ეს 5 წლიანი კონტრაქტი რამ დაადებინათ, ეგ რა მავნებლობაა? იჯარით წასვლა კი შეუძლია ახლა ევროპაში მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშეა და ამიტომ დიდი დაინტერესება არ არსებობს.
რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს - იშოვეთ კარგი უცხოელი აგენტები და ამისთვის ფულს ნუ დაიშურებთ, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.
არტ
11 იანვარი 2023 12:38
6
არ უნდა გამოძახონ არა კვახი. შენ კარგად ითამაშე და კარგადაც გამოგიძახებენ... ისე ამას რო ალაპარაკებთ მერე რუსების ყურამდე მივა და სკამს ახეხინებენ მერე...
ჯიმა
11 იანვარი 2023 10:59
10
ეს ბიჭი რა თქმა უნდა ცოდვაა, სახლში ხომ არ დაჯდება ნიჭიერი ფეხბურთელი.
ისე, მეორე მხრივ, უნდა შეეგუოს, რომ ბევრი არ მოუწონებს რუსეთში თამაშს.
ზოგადად, მეც პირადად მიმაჩნია, რომ დღეს რუსეთში ჩვენები არ უნდა მიდიოდნენ სათამაშოდ და თუ ალტერნატრივა არ აქვთ, ცოტა ხანი საქართველოში ითამაშონ, სანამ რამე გამოუჩნდებათ უკეთესი.
გაგნიძე მართლა არ მოგნია ვინმეზე ნაკლები ქართველი. უბრალოდ, ამ კონკრეტულ რეალობაშია მოხვედრილი და რა ქნას. ყველა არ არის მზად საქართელოს დაბალი დონის ჩემპიონატში სათამაშოდ, თნაც, სასაცილო ხელფასზე. ალტერნატივა თუ არ გამოუჩნდა რთული იქნება მიატოვოს და წამოვიდეს. მისი რაღაც მხრივ მესმის.
ვაჟა
11 იანვარი 2023 12:26
3
ეს ბიჭი რუსეთში თამაშით არაფერს ცუდს აკათებს, საერთოდ არაფერს. რას ქვია არ გამოიძახებენ თუ კარგად ითამაშებს. საზონოვს გამოიძახებენ და ამას არა? ვინც კიდევ რუსეთში მცხოვრები ქართველები მოღალატეები თუ არასწორები გგონიათ ჩვეულებრივი ტვინგამორეცხილი ლიბერასტები ხართ
akaki
11 იანვარი 2023 12:13
28
შენისთანა ჭკუის კოლოფების გამოა ეს ქვეყანა ამ დღეში! მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ცუდი და კარგი!
akaki-ს
11 იანვარი 2023 13:40
15
შენ ითამაშე ისე, როგორი პოტენციალიც გაქვს და ვერავინ დაგპლოკავს ნაკრებში, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ვერ აჩვენებ იმ თამაშს, რომ ნაკრებში ყოფნა დაიმსახურო, რუსეთში ყოფნა არაფერ შუაშია.
რრრ
11 იანვარი 2023 18:20
7
იმით დავიწყებ,რომ როცა რუსეთში დაბრუნდა,მგონი მე ვიყავი პირველი,ვინც გადაწყვეტილება და მრჩეველები დაუწუნა.ახლაც დარწმუნებული ვარ,რომ არ უნდა გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი,მაგრამ მანამდე პოლონეთში იყო გადასული და მოედანზე გაშვება არ აღირსეს.ახლაც ამბობს,სხვა ვარიანტი არ მქონდაო!ახალგაზრდულებში თურქებმა,ისე მოარტყეს,რომ მეგონა ყველაფერი დაუწყვიტეს,სახსარში და დაახლოებით ერთ თვეში ვარჯიში დაიწყოვო რომ თქვეს,გამიხარდა,გადარჩა მეთქი.ამის შემდეგ,კიდევ კაი ხანი გავიდა,სანამ ფორმა აკრიფა და ბუნებრივია ასე ტრავმირებული,არავის უნდოდა.საქართველოში თამაშს კი,რუსეთის ლიგა ნამდვილად სჯობია სათამაშო დონით.ასე რომ მის მაშინდელ გადაწყვეტილებას,ახლა უფრო გაგებით ვუყურებ,ვიდრე მაშინ ვაფასებდი.ერთადერთი კონტრაქტის ხანგრძლივობაა,დღეს უარყოფით განწყობას რომ მიძლიერებს.რუსეთიდან წასვლის თავისუფლების თარიღი,მგონი ამოიწურა და ეს შეიძლება გახდეს მისი პრობლემა.არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო,თვითონ ამბობს და რუსების ხასიათი რომ ვიცი,შესაძლოა ეს სიტყვებიც კი,ცუდად მოუბრუნდეს მას,ჩვენ კი,აქედან ვკორტნით.გვავიწყდება,რომ ჯერ პატარა ბიჭია და ძალიან ბევრი რამე,ჯერ კიდევ არ იცის.დღეს,როგორც არასდროს,ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა სჭირდება ლუკას,რადგან სხვა ვერაფრით დავეხმარებით,ის კი,ქართველი ფეხბურთელებიდან,სავარაუდოდ,ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
სოსო
11 იანვარი 2023 16:23
5
რა ქნას ფეხბურთს დაანებოს თავი? რუსეთი რო ოკუპანტია ვიცით, თუმცა ოკუპანტების თელასის შუქი გვაქვს, იგივეო ოკუპანტების სურსათი და ჩამონათვალი დიდია. ამ ყველაფერზე უარს არ კი არა, ვერ იტყვის ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ. ასე რომ ამ ბიჭს დაანებეთ თავი.
!!!
11 იანვარი 2023 14:32
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული