"სხვა ვარიანტი არ მქონდა; ამის გამო თუ არ გამომიძახებენ, მართლები იქნებიან" - ლუკა გაგნიძე

AutoSharing Option
Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ. წამყვანმა საქართველოს 21-წლამდელთა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:


- ბრუნდები მოსკოვის "დინამოში", მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?
- ასე ვიტყვი: სხვა ვარიანტი არ მქონდა. როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის, არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში, მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში. ხალხს არ უნდა, ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ჰქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე, არ შემიძლია. ეს
იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში. მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ, ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.


საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.



მკითხველის კომენტარები / 24 /
ასეთი მონაცემების ბავშვებისთვის რეგიონებში განვითარების საშუალება რომ არ არის და ოჯახს უნდა მოწყვიტონ ნიჭიერი (მაგრამ ათი წლის) ბავშვი, ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?!
მიხედეთ ფეხბურთს და აცადეთ ბავშვებს ნორმალური განვითარება
წარმატებები გაგნიძეებს ლუკას და ნიკას
18 ივნისი 2023 18:06
0
რა არ ხდება, კაცი, რომელიც თავგადაპარსულია და მოშვებული აქვს წვერი, კლასიკურ ფორმას ატარებს ჩვენი ჩრდილო უახლოესი მეზობლებისა, მეორე 19 წლის ბიჭს ეუბნება „ხაჭაპური თუ არ გიყვარს, რანაირი ქართველი ქართველი ხარო, მგონი ამერიკელი ხარო“. კარგია მიუთითო სხვას ეროვნულ ტრადიციებზე, მაგრამ უკეთესი იქნება ეს საკუთარი თავიდან დავიწყოთ. რაც შეეხება ლუკას თავის კარიერისთვის რაც აჯობებს, ისე უნდა მოიქცეს, ასე მგონია მე.
გიზოგ
12 იანვარი 2023 11:57
1
კიდევ ერთი ნიჭიერი ბავშვის კარიერა ცუდი აგენტის მიერ განადგურებული. ძალიან ცუდი აგენტის ხელში გაიზარდა. ბავშვი მშობლების სახლში უნდა იზრდებოდეს. თუ მშობლებს თბილისში გადასვლა არ შეეძლოთ, მაშინ 10 წლის ბავშვი მარტო არ უნდა გაეშვათ. ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტი ბიჭი გაიზარდა. ვერ გახდება ჩემპიონი.
ქ. გ.
12 იანვარი 2023 05:56
4
ბიჭი ცხოვრებას ეხლა იწყებს, იმის მაგივრად რომ გავამხნევოთ, რას აღარ წერენ. ისე მე როგორც ვიცი, ჩვენი ბრილიანტი, ხვიჩა, თბილისის დინამომ გააგდო, რუსთავში გადავიდა. იმათმა კიდევ ორი კაპიკი დაინახეს თუ არა გაყიდეს, და რომ არა რუსული ლიგა, ხვიჩა ასეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდა, ასეა ეს. სხვისი განსჯა მაგრად ვიცით, თვითონ რას ვაკეთებთ რო...
ქომაგი
11 იანვარი 2023 20:58
12
რომ არა ომი, ეგ ძლიერი ფეხები უკვე დალეწილი იქნებოდა
Gio
12 იანვარი 2023 08:16
1
შენ ითამაშე ისე, როგორი პოტენციალიც გაქვს და ვერავინ დაგპლოკავს ნაკრებში, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ვერ აჩვენებ იმ თამაშს, რომ ნაკრებში ყოფნა დაიმსახურო, რუსეთში ყოფნა არაფერ შუაშია.
რრრ
11 იანვარი 2023 18:20
7
უბრალოდ ევროპის დონეზე ვერ გაქაჩა და რა ექნა მატერიალური კეთილდღეობის მიზნით რუსეთი აირჩია თანაც ცუდ დროს როდესაც რუსეთი უეფადან სანქცირებულია და მათი ჩემპიონატი არავის აინტერესებს. როგორც ფეხბურთელი იგი ვერ მოუმატებს ამიტომ დაკარგულია. მისი ნაკრებში გამოძახება უაზრობა მგონია.
ასეა ეს
11 იანვარი 2023 17:53
8
რას ერჩით ამ ბავშვს,რა სიტყვებს უბეჭდავთ.ან იქვე დააზუსტებინეთ ბოლომდე თავისი აზრი,რომ გუნდში შარი არ მოსდონ.
ილია
11 იანვარი 2023 17:48
4
თუ ამ მაგარ და ნიჭიერ ფეხბურთელს ნაკრებში იმის გამო არ გამოიძახევენ რომ რუსეთში თამაშობს ყველაც გასაყრელი იქნება დაწყებული ფედერაციის "პაწრიოწებიდან" დამთავრებული ახალგაზრდული ნაკრების იდიოტი "მწვრთნელით" @@ რაა ძალიან ბევრი გვყავს ასეთი ფეხბურთელები საყრდენის პოზიციაზე ??
zura222
11 იანვარი 2023 16:29
12
იმით დავიწყებ,რომ როცა რუსეთში დაბრუნდა,მგონი მე ვიყავი პირველი,ვინც გადაწყვეტილება და მრჩეველები დაუწუნა.ახლაც დარწმუნებული ვარ,რომ არ უნდა გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი,მაგრამ მანამდე პოლონეთში იყო გადასული და მოედანზე გაშვება არ აღირსეს.ახლაც ამბობს,სხვა ვარიანტი არ მქონდაო!ახალგაზრდულებში თურქებმა,ისე მოარტყეს,რომ მეგონა ყველაფერი დაუწყვიტეს,სახსარში და დაახლოებით ერთ თვეში ვარჯიში დაიწყოვო რომ თქვეს,გამიხარდა,გადარჩა მეთქი.ამის შემდეგ,კიდევ კაი ხანი გავიდა,სანამ ფორმა აკრიფა და ბუნებრივია ასე ტრავმირებული,არავის უნდოდა.საქართველოში თამაშს კი,რუსეთის ლიგა ნამდვილად სჯობია სათამაშო დონით.ასე რომ მის მაშინდელ გადაწყვეტილებას,ახლა უფრო გაგებით ვუყურებ,ვიდრე მაშინ ვაფასებდი.ერთადერთი კონტრაქტის ხანგრძლივობაა,დღეს უარყოფით განწყობას რომ მიძლიერებს.რუსეთიდან წასვლის თავისუფლების თარიღი,მგონი ამოიწურა და ეს შეიძლება გახდეს მისი პრობლემა.არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო,თვითონ ამბობს და რუსების ხასიათი რომ ვიცი,შესაძლოა ეს სიტყვებიც კი,ცუდად მოუბრუნდეს მას,ჩვენ კი,აქედან ვკორტნით.გვავიწყდება,რომ ჯერ პატარა ბიჭია და ძალიან ბევრი რამე,ჯერ კიდევ არ იცის.დღეს,როგორც არასდროს,ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა სჭირდება ლუკას,რადგან სხვა ვერაფრით დავეხმარებით,ის კი,ქართველი ფეხბურთელებიდან,სავარაუდოდ,ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
სოსო
11 იანვარი 2023 16:23
5
რა ქნას ფეხბურთს დაანებოს თავი? რუსეთი რო ოკუპანტია ვიცით, თუმცა ოკუპანტების თელასის შუქი გვაქვს, იგივეო ოკუპანტების სურსათი და ჩამონათვალი დიდია. ამ ყველაფერზე უარს არ კი არა, ვერ იტყვის ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ. ასე რომ ამ ბიჭს დაანებეთ თავი.
!!!
11 იანვარი 2023 14:32
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული