"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელებმა", შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დიდი თანხა შესთავაზოს.

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. "პარტენოპეი" სერია A-ს ტიტულს უმიზნებს. "კვარა" ბურთს ბრწყინვალედ ფლობს, შემტევს თამამი სტილი აქვს. ხვიჩამ თავის გამოჩენა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატშიც შეძლო, "პარტენოპეი" გარემარბის გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ განიხილავს, "მანჩესტერ სიტის" ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, "ნაპოლი" მისი გაყიდვით დიდ სარგებელს ნახავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ,
რამდენიმე დღის წინ "კვარა" "არსენალსაც" დაუკავშირეს. ბრიტანული წყაროების ცნობით, "მეთოფეები" მარცხენა ფლანგის შემტევს ეძებს და მიხაილო მუდრიკის ხელიდან გაშვების შემდეგ ლონდონელები სწორედ 21 წლის ფეხბურთელის დამატების ვარიანტს განიხილავენ.

alt"კვარაცხელია, კვარაცხელია!" - სრული სიგიჟე... როგორ აღნიშნავს ხვიჩას ფორმაში გამოწყობილი "ნაპოლის" იტალიელი ფანი "იუვენტუსის" დამარცხებას [VIDEO]

altარის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

alt"არსენალი" კვარაცხელიათი დაინტერესდა - "ნაპოლი" 113 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

მკითხველის კომენტარები / 12 /
,,სიტიმაც დიდი,, სიყვარულის ,,გაცემა,, იცის, გავიხსენოთ ქინქლაძე, მაგრამ როგორც ,,ტიფოზებმა,, არ მგონია. 2-3 სეზონი, რომ დარჩეს, აჯობებს მისთვის.
,,AMPREDUZZO,,
11:21 19-01-2023
0
მახსოვს შარშან როგორ აღიზიანებდათ ჭორები რომ იწერებოდა კვარაზე.
ასეთ ჭორებს წერდით ჩაკვეტაძეზე და კი დაინახეთ რაც მოუვიდაო, იძახდნენ. ვითომ სატრანსფერო ჭორები რადგან დაიწერა იმიტომ მიიღო ტრავმა თუ რისი თქმა უნდოდათ დღემდე ვერ ვიგებ.
ხო , ხვიჩაზე კიდე მხოლოდ ქართველები და რუსები ამბობდნენ, მისმა გარემოცვამ გააპიარა თორე სინამდვილეში არავის უნდაო.
თავბრუ დაახვიეს, ვითომ ტოპ ფეხბურთელიაო.
ნეტა თუ არ ცხვენიათ მათი ნათქვამის ახლა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული