"არსენალი" კვარაცხელიათი დაინტერესდა - "ნაპოლი" 113 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ი 90min-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "არსენალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.

მას შემდეგ, რაც მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" აწაპნა, "არსენალი" გუნდის სხვა შემტევით გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელიას გარდა, კანდიდატებს შორის ფერან ტორესი და რაფინია (ორივე "ბარსელონა"), ლეანდრო ტროსარდი და კაორუ მიტომა (ორივე "ბრაიტონი") არიან.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლი" ქართველს არ დათმობს, მაგრამ თუ მაინც დათანხმდება, 100 მილიონ ფუნტზე (113 მილიონი ევრო) ნაკლებად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მხოლოდ და მხოლოდ რეალი სხვა ვარიანტები არ განიხილება
იმერელი
01:35 20-01-2023
0
ინგლისში არსენალი მაგარი ვარიანტია. უსწრაფესი და უტექნიკურესი გუნდია.
პსჟ
12:50 18-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული