სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეტოქეს შესვენებამდე მოუთავეს საქმე, მეორე ტაიმში მარინოს კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მეოთხედფინალში „ღამურების“ მეტოქე კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.
„ვალენსია“ შემდეგ მატჩს 24 იანვარს ლა ლიგაზე საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ ჩაატარებს.
ხიხონი. „ელ მოლინონი“. 14 625 მაყურებელი
ხიხონი - ვალენსია 0:4
გოლები: 0:1 კავანი (10), 0:2 კლუივერტი (22), 0:3 კავანი (39), 0:4 ლინო (64)