"დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი" - არგენტინელი ქომაგი "ჩაკვეს" თამაშით აღფრთოვანებულია [PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს ბრატისლავის "სლოვანი" "ბრნოს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

82-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და იურაი კუცკას გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა.

"ჩაკვეს" თამაშით არგენტინელი გულშემატკივარი აღფრთოვანდა და სოციალურ ქსელში 23 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გიორგი ჩაკვეტაძე გასაოცარი ტალანტია, ის არის ერთადერთი, რომელიც კევინ დე ბრუინის სათამაშო სტილთან ყველაზე ახლოსაა, დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი" - წერს არგენტინელი ქომაგი.

Sportall.Ge

ფოტო: 90 წუთი/90 min.

altგიორგი ჩაკვეტაძე: "გენტში" წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო...

მკითხველის კომენტარები / 26 /
ამას დაუანონსე მე რომ მარტიდან დაიწყებდა გოლების გატანას და მემგონი მასეც იქნება და რომ დაიწყეეებს აი მერე ვნახავთ ყველა როგორი ბრილოანტი გვყავს ... ჯამრთელობას გისურვებ გიო და ბედნიერებას
bejo
21 იანვარი 2023 21:12
0
ჩაკვეტაძეს მოამატებინეთ ამტანობა და ქართულ ფეხბურთს 2 საოცრება უყოლება!
მენტალური მომზადების ცენტრი
21 იანვარი 2023 19:06
1
დებრუინი არვიცი მე. ჩვენი დათო ყიფიანია და ვუსურვებ საუკეთესო კარიერას მომავალშიი, გიო მიდი არ გაჩერდეე. გენაცვალე.
კაკა
21 იანვარი 2023 18:56
2
ვისი თამაშიც მინახია, ბატონი დავითი, ჩემთვის პირველია. რეალური, დიდოსტატური თამაში 26 წლის ასაკში დაიწყო. გიოს ყველაფერი წინ აქვს და არც ჩვენ დავაკლებთ ლოცვა-კურთხევას!
გიორგი
21 იანვარი 2023 19:35
1
უდიდესი ნიჭის პატრონია. დიდი მომავალი ექნება თუ შრომას გააგრძელებს და ფიზიკაშიც მოუმატებს. და კიდევ მეტი "ჟილკა"...
არტ
22 იანვარი 2023 00:01
1
ძალიან მიივიწყეთ ჩაკვე, მოიკითხეთ, ინტერვიუ აიღეთ, ამბები გაიგეთ, სლოვანის მატჩები დაგვიანონსეთ, გაარჩიეთ, რა თქმა უნდა სლოვანი რეალი არ არის მაგრამ ჩაკვე ჩვენი მეორე ჯოკერია, რომელსაც ჯერ ბოლომდე არ გაუღვიძია, ხვიჩა განუმეორებელია მაგრამ მის არყოფნაშიც ხომ გვინდა ახალი ლიდერი
Grisha
21 იანვარი 2023 19:17
2
წარმატებები ამ ნიჭიერ და თავმდაბალ ახალგაზრდას...
თეიმურაზ
21 იანვარი 2023 19:28
0
ზუსტად იგივე შეგრძნებები მქონდა ნაკრების თამაშზე რო დავდიოდით პირველ ერთა ლიგაზეც, რაც ეხლა... ჩაკვეს სანახავად მივდიოდით და ყოველ თამაშზე და ყოველთვის ყელში ბურთი მეჩხირებოდა ბედნიერებისგან... ყველაზე მეტად გამიხარდება თუ ჩაკვე ამ პროგრესს არ შეწყვეტს და ისევ ისეთი ვერცხლისწყალი იქნება, როგორც მაშინ... კერძო კარგი ფიზმომზადების მწვრთნელი ყავდეს ნეტა და თუ არ ყავს, აიყვანდეს... ევროპაზე გასვლა კიარა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში, რომელს ვუგულშემატკივროთ ის გვექნება ასარჩევი
რა მაფიაა?
21 იანვარი 2023 23:23
0
მიდი რა გიო,შენებურად შეუბერე
ლევან
21 იანვარი 2023 23:21
0
ნაკრების თამაშიდან სიამოვნების მიღება რომ დავიწყე, ხორვატიის მოგების შემდეგ, ეს ჩაკვეტაძეს დამსახურებაა!!!
იმედია გიო მალე კვლავ მოუმატებს და მერე მართლა ყველას მომგები გუნდი გვეყოლება.
ზურა
21 იანვარი 2023 22:46
0
ხორვატიასთან მოგება ჩაკვეს დამსახურება როგორ არის იქნებ ჩვენც გაგვანათლო,,ჩაკვემ თავისი თამაშით რაც დაიმსახურა ისიც ეყოფა ქართველი გულშემატკივრის სიყვარულისთვის თუმცა იმედი და სურვილი დიდი მაქვს რო გიოზე წარსულ დროში არ ვლაპარაკობდეთ
გელა
22 იანვარი 2023 11:41
1
ხორვატია და ჩაკვე რა კავშირშია კი, მარა ერთმანეთთან?დდ
ეეე
22 იანვარი 2023 14:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული