ჩაკვეტაძე ფორმაში დგება - შეუცვლელად ითამაშა და ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბრნოს" 2:1 დამარცხების შემდეგ "სლოვანი" ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "სტ. პოლტენს" დაუზავდა (2:2) და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, პირველ ტაიმში თანაგუნდელი ლოვატი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმში გიორგი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს დაეუფლა, მეტოქეს გასცდა, პასი ვაისს გაუკეთა და მან მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბრატისლავური გუნდის რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

"სლოვანი" შემდეგ სპარინგს 28 იანვარს "ზალცბურგთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სუსტ გუნდებთან თამაშობს და რა ხანია გოლი ვერ გაუტანია. ჩვენ გვჭირდება გოლი !
სამართალი
25 იანვარი 2023 22:44
28
ჩაკვეტაძე ისედაც ფორმაშია! ადრე უბრალოდ ორთაბრძოლისას წვივის კუნთში შეერჭო ბუჩქის წვერი ანუ მცირე ტრავმა ჰქონდა რა.
ლაშა
25 იანვარი 2023 22:03
25
ავტოკორექცია (autocorrection) გამოურთე პარამეტრებიდან და აღარ შეგიცვლის ;)
ლაშა-ს
26 იანვარი 2023 02:50
0
ბუცი უნდა დამეწერა ბუჩქის მაგივრად, ტელეფონმა აუღია, ტფუი! ჩაკვეს წარმატებები და ყველაფერი კარგი!
ჩემს "დაწერილზე" გამეცინა, ხანდახან სხვა ტექსტს აგდებს და თუ არ შეამოწმე მტრისას...
ლაშა
25 იანვარი 2023 23:32
0
ნაკრებში ჩამოსვლამდე ბოლოთამაშს იმედია გამოტოვებს და დაისვენებს თორე ნაკრების დროს იღებს სულ ტრავმებს !!!!!!!!!
beqa
25 იანვარი 2023 21:41
1
ეჰ,ერთი სული მაქ ვნახო თავისი უდიდესი ნიჭის დარი თამაში გიორგის შესრულებით.ცოტა ვინმე თუ შეედრება მას მაშინ.და ნახავს მსოფლიო კიდევ ერთ კაშკაშა ქართველ ტალანტს და დააფასებს სათანადოდ.უფალს ებარებოდე,ჩვენო გიორგი!
მერაბი
25 იანვარი 2023 21:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული