ჩაკვეტაძე ფორმაში დგება - შეუცვლელად ითამაშა და ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბრნოს" 2:1 დამარცხების შემდეგ "სლოვანი" ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "სტ. პოლტენს" დაუზავდა (2:2) და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, პირველ ტაიმში თანაგუნდელი ლოვატი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმში გიორგი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს დაეუფლა, მეტოქეს გასცდა, პასი ვაისს გაუკეთა და მან მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბრატისლავური გუნდის რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

"სლოვანი" შემდეგ სპარინგს 28 იანვარს "ზალცბურგთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სამართალი რა არის იცით?
ზოგ ზოგებს ფეხბურთის ღრმა ანალიზის შესწავლა ჭირდება!
თენგო
11:08 27-01-2023
0
აგენტმა უნდა იმუშაოს კარგად და გიო წაიყვანოს ნაპოლის მსგავს კლუბში. დარწმუნებული ვარ ლაციოს ან რომას დაამშვენებდა და ძალიან დიდ ცეხბურთს ითამაშებდა.
გიორგი
15:51 26-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული