"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
კაცი გვარს ასე ამართლებდეს? არ მინახია ჩუგუნ-ია ნაღდად
Suxumchanin
27 იანვარი 2023 22:05
0
კვარას, შეურაცყოფა-ბოღმის გადმონთხევა არც საქართველოში აკლია.
თითო-ოროლა უზნეო არ არის ხალხის განწყობის მაჩვენებელი. მარტო სიომინის ნეაპოლში ჩასვლა რად ღირს.
წარმატებები ხვიჩას.
პავლოვიჩი
27 იანვარი 2023 20:48
5
არ უნდა გამოსარჩლება რუსი ყველა ერთნაირი შოვინისტი და დებილია
mamia
27 იანვარი 2023 22:35
3
კვარას, ჩათლახებიდან შეურაცყოფა-ბოღმის გადმონთხევა არც საქართველოში აკლია.
თითო-ოროლა თახსირი არ არის ხალხის განწყობის მაჩვენებელი. მარტო სიომინის ნეაპოლში ჩასვლა რად ღირს.
წარმატებები ხვიჩას.
პავლოვიჩი
27 იანვარი 2023 20:46
6
აჰა კიდევ ერთი თავმოყვარეობა დაკარგული რუსთმადიდებელი, რუსი ამისთვის ეხლა კაცობრიობის უმაღლესი მწვერვალია :D
goga
28 იანვარი 2023 01:25
2
გვარს ამართლებს ჩუგუნოვი.. ეს მართლა ჩუგუნი. ამის კლოუნი..
ირაკლი
27 იანვარი 2023 20:32
0
ვინ ჯანდაბაა ჩუბანოვია თუ ჩურბანოვი თუ იცით ვინმემემ? ნუ ტიპიური ღრუსისტანელი შოვინისტი რომ არის კი ეტყობა მაგის ნაბოდვარას
აკინ
27 იანვარი 2023 19:31
0
ამ სისულელეს აქ რატომ აქვეყნებთ? მესი რომ გადავიყვანოთ ან მბაპე რუბინში ... ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია და ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს თავისი პლიუსების გამოვლენაში რა გასაკვირია რომ ამ "ბეი ბიგი" სტილის რუსული ფეხბურთის უცნობმა ვარსკვლავმა არ იცოდეს.
???
27 იანვარი 2023 19:16
0
რა საცოდავია ჩურბანოვი მესმის შენი გულისტკივილი მაგრამ ვერ დაგეხმარები.როგორ იბოღმებიან რუსები რომ კვარას ტალანტი ვერ დააფასეს,გირჩა ნაპოლი, გაუმარჯოს საქართველოს.
გივი
27 იანვარი 2023 20:13
2
სად ნახეთ ხვიჩას კრიტიკა? რუსი რაღაცას იტყვის თუ არა,ყველგან რაღაც ნეგატურს ეძებენ. სუსტ გუნდში,რომ ფეხბურთელი ისე არ ბრწყინავს,როგორც მაღალი კლასის გუნდში,ამას დამტკიცება უნდა?
როლანდ
27 იანვარი 2023 19:14
13
ხო, რავიცი, შენმა საყვარელმა ჩუგუნოვმა კვარაცხელია კრასნოდარის სმოლოვის დონეაო :D რავიცი აბა, თუ ეთანხმები, ესეგი ეთანხმები, ეს რუსთმოყვარეები რა ყველანი უთავმოყვარეობები ხართ :D
goga
27 იანვარი 2023 20:10
0
Вот я тут прочитал комментарии... и видно, что грузины к сожалению ничего не научились... а можем повторить "дорогие" грузины... можем повторить "дорогие"... привет от русских в Тбилиси ;)
Google translate полезная вещь ;)
Россия сила!
27 იანვარი 2023 17:52
21
Мы знаем, что нам нужно многому научиться, чтобы не совершать тех же ошибок, когда нас предали русские. Мы видим дезертирующих русских в Тбилиси, прячущихся, как крысы.
ზაზა
27 იანვარი 2023 19:31
0
ასეთ კომენტარებს რად აქვეყნებთ?
სელასი
27 იანვარი 2023 19:01
1
ვინ არის ჩუგუნოვი არ ვიცი,ან ავტორმა სად და რა მიზნით იპოვა მაგის ნაბოდიალები(არ ვიცი,შეიძლება ავტორისთვის ავტორიტეტია),მაგრამ გვარს კი ამართლებ ჩუგუნ-ოვი ;)
ადამიანი
27 იანვარი 2023 16:35
1
ჩუბანოვ ვარსკვლავებმა ის თქვეს და ისე განლაგდნენ თქვენს თავზე რომ მალე რუსეთის ჩემპიონატი აღარ იარსებებსო ხოდა სად ეპატიჟებით ჩვენს ვარსკვლავს ცოტა დაფიქრდით
gio9
27 იანვარი 2023 16:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული