"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
აშკარად შურით ლაპარაკობს და კვარა რომასთან გოლს რომ გაიტანს მაგას მიუძღვნის რომ შურით და ბოღმით გასკდეს … მალე რუსული ჩემპიონატი კი არა რუსეთი აღარ იარსებებს ჩუბან ვარსკვლავებმა ეგრე თქვეს
gio9
27 იანვარი 2023 16:20
1
სპორტალს უბრალოდ კომენტარების სიმრავლე ახარებს. არარობიდან შექმეს ექსპერტი. ესეთი ფეხბურთელი არც არავის ახსოვს, ალბათ ყოფილი შემდუღებელია და ფეხბურთსაც ვერ უყურებს თვალები სტკივა.
G.LA
27 იანვარი 2023 16:18
2
აი ლავროვი რომ ჩავიდა აფრიკის რომელიღაც ტომში და ლეღვის ფოთლებიანმა ხალხმა კატიუშა უმღერა სიყვარულის და მორჩილების ნიშნად, ისეთი წარმომიგენია ყველა ქართველი რუსეთუმე.
ალტინფოელები აქაც შემოვიდნენ და რუსეთის საამებელ კომენტარებს წერენ.
კარგად დაისწავლეთ რუსული საომარი სიმღერები, თავი რომ მოაწონოთ იმ ლეღვისფოთლბიანებივით და მერე თავზე ხელი გადაგისვან.
მაინც იმათ გამარდჟობა გენაცვალეზე გემართებათ ჟრუანტელი :))
სამწუხარო ისაა, რომ ყველას გაგვწირავთ ვისაც რუსეთი არგვინდა :)
ალბათ ტანკებით გადაგვივლით გავლენებს თუ მოიპოვებთ.
მე როგორც რიგით ახალგაზრდა მოქალაქეს ასეთი შეგრძნება მაქვს თქვენს მიმართ, ალტ ინფოელებო!
!!
27 იანვარი 2023 15:59
3
ამ ორი კომენტარიდან გამოჩნდა რომ სამოქალაქო ომიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა და ისევ ის მენტალიტეტი დარჩა. ესე იგი ადვილად გადაუვლით ერთმანეთს ტანკებით ხო?
რაის ევროპა, რაის ლიბერალიზმი.
ეს ზურა ისე ნისნის მოგებით მწერს შენი ნაცებიო, ვითომ ნაცებთან რამე საერთო მქონდეს, ან იმ ორი ჩლუნგი სამხედროს მიმართვას ვამართლებზე, ტანკებით შემოვალო რო ბჟუტურებდნენ.
მაგრამ ამათი გონება ისეა დახშული, რუსეთზე რაიმეს თუ იტყვი, ესე იგი ნაცი ხარ.
მეორე კომენტარს კი რა ვუპასუხო არვიცი.
რუსეთუმეების გადავლა თუ გინდა, იმათაც უნდათ ჩვენი გადავლა და ამ სიტუაციაში ყველაზე მოგებული მტერი რჩება.
ქართველი თუ ქართველს ტყვიას ესვრის.
დებატები გადაგვარჩენს მხოლოდ
!!
28 იანვარი 2023 11:42
0
აჰაჰაჰა :D ისე პირადად მე, ბეზ პრობლემ გადავჭლიტავ რუსთმადიდებელ ალტ რაღაცეები რომ ქვია :D ესე აი, ჭლიუტ და ტომატი :DDD
goga
28 იანვარი 2023 08:56
0
ყველა გამოხმაურება
გააგზავნეთ ჩუგუნოვი ბარსაში და მაინც ჩუგუნოვი დარჩება.
გიორგი
27 იანვარი 2023 15:49
0
ჩუგუნოვის გვარში ყველა ქალბატონს მოკითხვა მზიანი საქართველოდან ყოველ დღე.............
საბურთალო
27 იანვარი 2023 15:24
1
ეს ვინღა კოდალაა.ოჯახის წევრების მეტმა არ იცის მგონი ამის არსებობა და ისეთ კაცზე ლაპარაკობს,მსოფლიოს თუ არა ევროპას რო გააცნო თავი.ჩუგუნი კი არა ებონიტია
ჯელა
27 იანვარი 2023 15:20
0
რატო აქვეყნებთ ასეთ რამეებს.ჩუგუნოვი პირველად გავიგონე.ან სად ნახულობთ ამ კომენტარებს.
Მიხმახ
27 იანვარი 2023 15:16
1
ეს ჩუგუნოვია თუ ცაგარელი, რა ვარსკვლავები განლაგდდნენო რა უნდა ამ ჩემისას:)
გია
27 იანვარი 2023 15:11
1
ამ რუსეთში უმეტესობა ჩუგუნოვები რანაირად არიან?!!!
Lebron
27 იანვარი 2023 14:45
1
მაგათ მიწაში ძალიან ბევრი რკინის მადანია და იქიდან,მათშიც მოჭარბებულად გადადის.
სოსო
27 იანვარი 2023 15:59
0
ხვიჩა რუბინში რომ თამაშობდა კარგად, მე მაშინ მას სოციალურ ქსელში მივწერე. არ ვიცი, წაიკითხა თუ არა, მაგრამ ზუსტად ის გააკეთა, რაც მე მივწერე:
August 28, 2021
ნაკრებში ითამაშე კარგად და წაგიყვანს დიდი გუნდი.
September 9, 2021
თავი უნდა გამოიჩინო საერთაშორისო შეხვედრებში.
რუსეთის ჩემპიონატში თავი დაზოგე, ტრავმებს მოერიდე, პასებით ითამაშე, შორიდან გაიტანე.
November 1, 2021
ნაკრებში უნდა ითამაშო კარგად. რუსეთში გატანილი გოლებით დიდ გუნდებს ვერ გააკვირვებ.
რაც უფრო კარგად თამაშობ რუბინში, უფრო უმატებს ფასს ჯუღელი. რუბინში თავი უნდა დაზოგო, ტრავმებს მოერიდო და საქართველოს ნაკრებში გამოიჩინო თავი კარგი თამაშით.
ქ. გ.
27 იანვარი 2023 14:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული