calcionapoli24-ი ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში გიორგი კვერნაძის ჩინებულ გოლს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, იტალიური გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელითაა დაინტერესებული.
"დე ლაურენტისის "ნაპოლი" ქართველ შემტევს ყურადღებით აკვირდება. კვარაცხელიას აფეთქების შემდეგ "პარტენოპეი" მზადაა "სათევზაოდ საქართველოსკენ გაეშუროს" და ყურადღება მიაქციოს ახალგაზრდა შემტევს, რომელიც ხვიჩას სტილის მოთამაშეა: ძლიერი ფეხი მარჯვენაა, მარცხენა ფლანგზე თამაშობს, დახელოვნებულია დრიბლინგში და მშვენიერ გოლებსაც იტანს.
კვარაცხელიასა და კვერნაძეს ბევრი საერთო აქვთ: ბათუმის "დინამო", სათამაშო ფეხი, სტილი, დრიბლინგი და ლამაზი გოლები" - წერს გამოცემა.