33 წლის მცველმა მარიო რუიმ "ნაპოლისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა, - ამის შესახებ იტალიური კლუბი საიტით იტყობინება.
მარიო რუი ლუჩანო სპალეტის გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ანტონიო კონტემ კი მის სამსახურზე უარი თქვა და არ ათამაშა. პორტუგალიელი უკვე თავისუფალი აგენტია და შეუძლია სხვა კლუბში გადავიდეს.
მარიო რუი "ნაპოლიში" 2017 წლის ზაფხულში იჯრით გადავიდა, ხოლო იანვრის დასაწყისში პარტენოპეიმ" გამოისყიდა. მან ნეაპოლურ გუნდში 227 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.