superdeporte: მამარდაშვილი - საკუთარი დაცვით დასუსტებული გიგანტი

AutoSharing Option
"ვალენსიას" წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს, superdeporte კი გიორგი მამარდაშვილზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მეკარე ჩინებულად თამაშობს, მაგრამ თავისი გუნდის გადარჩენას ვერ ახერხებს.

საკუთარი დაცვით დასუსტებული გიგანტი
მეკარემ "ვალიადოლიდთან" შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ კარის "მშრალად შენახვა" ვერ შეძლო.

"უბიწოთა სასწაული - შესაძლოა, იფიქრა გიორგი მამარდაშვილმა "ხოსე სორილიას" სტადიონზე. "ვალენსიას" მეკარე რამდენჯერმე სუპერგმირად მოგვევლინა, მეტადრე, მეორე ტაიმში, როდესაც "ვალიადოლიდის" თითქმის ყველა მცდელობას წინ აღუდგა, მაგრამ დაცვის ხაზის არაეფექტურობამ საბოლოო შედეგში ძალიან დიდი როლი ითამაშა და 0:1 წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ისე მოჩანდა, თითქოს
ბოლოს და ბოლოს გიორგის მშვიდი თამაში ელოდა, ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში ასე იყო. "ვალენსიამ" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაიწყო მეტოქეზე დომინირება და მის ნებისმიერ შეტევას უმკლავდებოდა. ქართველი თავის საჯარიმოში თავს კომფორტულად გრძნობდა და მისი ერთადერთი საზრუნავი ბურთის ატანისას საუკეთესო ვარიანტის მოძებნა იყო.

მეორე ტაიმში მამარდაშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან თავისი გუნდი მოწინააღმდეგესთან უმწეოდ გამოიყურებოდა და მეკარემ 20 წუთში "ღამურები" ოთხჯერ გადაარჩინა. ბოლოს კი, ლარინის გოლისას, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მამარდაშვილი გიგანტი გახდა და ამასთან, მან "ვალენსია" წაგებისგან დაცვის დეფექტურობის გამო ვერ იხსნა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ან რას მოათრიეს გატუზო,შვეიცარიაში იმუშავა და იქაც სვარკა იყო მაგის გუნდი
რა დამსახურებით ანდეს,ფეხბურთი მაგან როცა თამაშობდა მაშინ არ იცოდა,დარბოდა ტატამიდან გამოქცეულივით.
Levani
30 იანვარი 2023 22:32
1
ესპანური მედია ყოველთვის ობიექტურად აფასებს მამარდას!
სოსო
30 იანვარი 2023 19:47
0
Gatuzo agaraa wavida, kontrakti gawyda ormxrivad...
L.J .
30 იანვარი 2023 22:23
0
ვაახ ამათი გავარდნა ძაან ცუდი იქნება როგორ განვითაედება მამარდას კარიერა კაცმა არ იცის ... უნდა გაუშვან უკვე ჯენარო სხვა გზა არაა უბრალოდ ...
bejo
30 იანვარი 2023 20:33
0
Ara mgonia rom rinos gadadgomam ushvelos,gadaxede shemadgenlobas gatuzo ki ara top mwvrtneli ver atamashebs amat gamartul pegburts
L.J .
30 იანვარი 2023 21:30
1
Wavida ukve
L.J .
30 იანვარი 2023 22:38
0
გოჩოლეიშვილზე რა ხდება??ათამაშებენ შახტარში?მასზეც დაწერეთ
ლადო
30 იანვარი 2023 20:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული