"ვალენსიას" წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს, superdeporte კი გიორგი მამარდაშვილზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მეკარე ჩინებულად თამაშობს, მაგრამ თავისი გუნდის გადარჩენას ვერ ახერხებს.
საკუთარი დაცვით დასუსტებული გიგანტი
მეკარემ "ვალიადოლიდთან" შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ კარის "მშრალად შენახვა" ვერ შეძლო. "უბიწოთა სასწაული - შესაძლოა, იფიქრა გიორგი მამარდაშვილმა "ხოსე სორილიას" სტადიონზე. "ვალენსიას" მეკარე რამდენჯერმე სუპერგმირად მოგვევლინა, მეტადრე, მეორე ტაიმში, როდესაც "ვალიადოლიდის" თითქმის ყველა მცდელობას წინ აღუდგა, მაგრამ დაცვის ხაზის არაეფექტურობამ საბოლოო შედეგში ძალიან დიდი როლი ითამაშა და 0:1 წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ისე მოჩანდა, თითქოს
ბოლოს და ბოლოს გიორგის მშვიდი თამაში ელოდა, ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში ასე იყო. "ვალენსიამ" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაიწყო მეტოქეზე დომინირება და მის ნებისმიერ შეტევას უმკლავდებოდა. ქართველი თავის საჯარიმოში თავს კომფორტულად გრძნობდა და მისი ერთადერთი საზრუნავი ბურთის ატანისას საუკეთესო ვარიანტის მოძებნა იყო.
მეორე ტაიმში მამარდაშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან თავისი გუნდი მოწინააღმდეგესთან უმწეოდ გამოიყურებოდა და მეკარემ 20 წუთში "ღამურები" ოთხჯერ გადაარჩინა. ბოლოს კი, ლარინის გოლისას, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მამარდაშვილი გიგანტი გახდა და ამასთან, მან "ვალენსია" წაგებისგან დაცვის დეფექტურობის გამო ვერ იხსნა".
რა დამსახურებით ანდეს,ფეხბურთი მაგან როცა თამაშობდა მაშინ არ იცოდა,დარბოდა ტატამიდან გამოქცეულივით.