კასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რეალისა" და "რომას" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ სტანისლავ ლობოტკა "პარტენოპეისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია.

"ოსიმენმა "რომასთან" ულამაზესი გოლი გაიტანა. ზოგადად, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა "ნაპოლის" თამაშების მოგება მათ გარეშეც შეუძლია. ვფიქრობ, სტანისლავ ლობოტკა გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია, სლოვაკი მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო
მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას არაფერი ფეხბურთი არ უთამაშია. სულ რამოდენინეჯერ გამოანათა და ეგაა
:))))
02 თებერვალი 2023 05:42
3
ოსიმენის და ხვიჩას გარეშე..ვერც ერთ ძლიერ კლუბს ვერ მოუგებდნენ...მონცას და კრემონეზეს შეიძლება.რას ბოდიალობ..კვარას რომ ბურთი აქვს მინიმუმ 3 მცველი გადადის მასზე და ამდენი სივრცეები რჩებათ...რას ბოდიალობ.
Gio
01 თებერვალი 2023 21:05
5
კარგით ხალხო, ნუ ჩავარდებით ხოლმე ისტერიკაში. რა მოხდა თქვა კაცმა რაღაც, არაჯანსაღია თქვენი რეაქცია...
დათო
01 თებერვალი 2023 22:44
0
რა შურიანი ხარ კასანო
ზურაბ სუხაშვილი
01 თებერვალი 2023 20:33
11
ეტყობა პირველად წაიკითხე კასანოს კომენტარი
MARGALONA
01 თებერვალი 2023 22:10
0
ეს ხან ალთასაა და ხან ბალთას ხან იძახის ხვიჩას გარეშე ნაპოლი ვერ წარმოუდგებია და ხან კი უმაგისოდაც მოიგებენო P
zura222
01 თებერვალი 2023 13:30
16
Sheucvleli? Tavi gagiqres shen :))
Givi
01 თებერვალი 2023 12:32
11
Kai dzmao 21 saukuneqhi ro kaci ityvis tavi gagiqreso sayol shen
Kutaisi
01 თებერვალი 2023 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული