დიდი ცვლილებები "სიტიში" - ზაფხულში გვარდიოლას მთავარი სამიზნე კვარაცხელია იქნება?

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "სიტიში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

წყარო წერს, რომ მანჩესტერელები ვინგერის პოზიციაზე აპირებენ გაძლიერებას და ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს ადევნებენ თვალს.

პოპულარული და ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი არა მხოლოდ "ქალაქელებს" სურთ, არამედ ხვიჩა მსოფლიო გრანდების ყურადღების ცენტრშია. 

აქვე გეტყვით, რომ ჟოაო კანსელოს გვარდიოლასთან კონფლიქტისა და იჯარით "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ ბრიტანული პრესა "სიტიდან" წამსვლელებზე უფრო ხმაურიანად ალაპარაკდა. 

იწერება იმის შესახებ, რომ მანჩესტერს ზაფხულში ილქაი გიუნდოგანი, კაილ უოლკერი, ბერნარდო სილვა და აიმერიკ
ლაპორტი გამოემშვიდობებიან, კანსელოს კი "ბაიერნი" გამოისყიდის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდევ 1 სეზონი იტალიაში და მერე მისი საოცნებო მადრიდის რეალი! წარმატებები ხვიჩა!
REAL MADRID
14:37 03-02-2023
5
ინგლისში რომ გადავიდეს არ მინდა. ეგეთ უხეშ ფეხბურთს ვერ გაუძლებს და სულ ტრავმა ექნება.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული