"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
გეშლება პატივცემული შიშკინ, კვარაცხელია ქართველია და ქართულ სულთან ასოცირდება, რუსულ სულთან ანზორ კავაზაშვილი უფროა ახლოს. სამშობლოს გამყიდველი, ჯერ საქართველოდან გაიპარა როცა რუსეთიდან მიიწვიეს და აქ უარი უთხრეს გაშვებაში და ეხლა პენსიონერი ფიფას და უეფას ლანძღავს სპორტს და პოლიტიკას ურევენ ერთმანეთშიო.ამან ალბათ საქართველოს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია გაუხარდა. და თუ რუსეთს არ უნდა პოლიტიკის და სპორტის ერთმანეთში აღრევა მაშინ სოჭის ოლიმპიადაზე საქრთველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რაიონი ღრუბლებით რატომ დაფარეს?
"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან"გეშლება
14:39 08-02-2023
0
90-იან წლებში ქინქლაძე სიტიში რო კვარაცხელიობდა და ლივერპულის მცველები მინდორზე ტ***ით რომ ასრიალა რუსულ სოვეტსკი სპორტში გამოქვეყნდა ინტერვიუ ერთ ერთ ნიგერიელ ფეხბურთელთან,თუ არ ვცდები უჩე უვაკესთან. ჟურნალისტი ეკითხება, რუსულ ფეხბურთზე თუ რამე გაგიგიაო. Ნიგერიელმა ბოდიში მოიხადა, ბევრი არაფერიო. Ქინქლაძეო? Ეკუთხება ჟურნალისტი. Ეგ ხო ქართველიაო, უთხრა ნიგერიელმა. Ქართველი კია, მაგრამ საბჭოთა სკოლის აღრზდილიაო.ამის მერე რა უნდა გაგიკვირფეს კაცს... Ყველაზე გასაოცარი ისაა, ეს ყველაფერი რო დაბეჭდეს. Აი ესაა რუსული სული
Გიორგი
13:22 08-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული