"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
რუსულ სულთან ახლოს ყოფილა))))))) ამან მომაგონა პელემ რომ გაიტანა და პასტრელცოვსკი დაარტყაო, სტრელცოვს რომ შეადარეს))) საოცარი ხალხია რა))
დათო
06 თებერვალი 2023 13:37
8
მასლაჩენკომ რომ თქვა: კიპანი იგრაეტ ვ სტილე გავრილივა- :) :) :) არ გასწორდება ძაღლის ბკუდი
ადამიანი
06 თებერვალი 2023 14:21
0
რაც არუნდა იძახოთ ეს ბიჭი ჩვენია.სულითაც გულითაც და ყველაფრით საერთოდ. თქვენი ანზორა პაპაა და გყავდეთ,არსად დაკარგოთ
ნიკა
06 თებერვალი 2023 13:21
3
ვაი შენ პატრონს. კი ძაან გინდათ კვარა რო რუსი იყოს მარა ვერ მოგართვით. 145 მილიონი ხართ ქვეყანაში და ერთი საშუალო დონის ფეხბურთელიც არ გყავთ
ქართველი
06 თებერვალი 2023 13:23
4
უკვე ვხვდები რამდენი კომენტარი დაიბლოკება ამ სტატიის ქვემოთ)))
დავით
06 თებერვალი 2023 13:34
4
ახლა ზუსტად იმაზე ვფიქრობ, ისე როგორ ვთქვა ორიოდ "ტკბილი" სიტყვა "რუსულ სულზე", რომ არ დამბლოკონ. ჰოდა აღარაფერს ვიტყვი, ისედაც გასაგებია! :) )))
დავით
06 თებერვალი 2023 15:41
0
სად გაქვთ თქვენ სული? ერთი სული კი გყავთ გაჭიმული მავზოლეუმში.
აბო
06 თებერვალი 2023 15:23
3
სად დაუნახეს რუსული სული ნეტა :დ
ხვიჩამ ხანდახან უნდა ისწავლოს რაღაცეების გაპროტესტება, განსაკუთრებით რუსული მხარე, როცა მის გაზრდა-ჩამოყალიბებაზე და მისაკუთრებაზე აპელირებს.
მადლიერი რომ არის ორი კაცი, სლუცკი-სიომინის, ეგ გავიგეთ და გვესმის მაგრამ არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ თავისიანად მონათლონ.
მარაზმში გადადის უკვე.
რა რუსული სული.
სამ წელში ჩაუსახლდა რუსული სული და აქედან უნიჭო და არაფრისმქნელი წავიდა ხო? არ გადააყოლეს ძირითადში დაყენებას?
რუსები რომ არა რა გვეშველებოდა.

ხვიჩა გავლენიანი და ცნობილი ადამიანი ხარ უკვე, მოაკეტიე ზოგიერთებს რა!!!
!!
06 თებერვალი 2023 15:02
9
ხვიჩამ ყველას პასუხი რო გასცეს მე ვითამაშო ფეხბურთი? ითამაშოს ამ ადამიანმა და პასუხები ჩვენ გავცემთ თუ რამე:))
ბოკინიო
06 თებერვალი 2023 18:34
0
საინტერესოა შოთა რუსთაველი თუ იყო რუსული სულის მატარებელი.
გია
06 თებერვალი 2023 18:21
5
უცილობლად... სულმნათი შოთას " რასაცა დალევ შენია, რას არა დაკარგულია", სწორედ რუსულიდან ისესხა და თუმცა შოთას დროს რუსეთი, როგორც ასეთი არ არსებობდა, სული მათი მაინც იძვროდა იმ უკიდეგანო სტეპებსა ზედა, რომელიც შემდგომში უღრუსეთად იწოდა....
დდდ
06 თებერვალი 2023 20:06
2
რუსული სული არის სხვისი მიწის მისაკუთრება, უარაღო ადამიანების ხოცვა, ბავშვების გაუპატიურება. აი რა არის თქვენი სული შიშკინებო! ხოდა ხვიჩას რა აქვს საერთო თქვენთან? ხოდა მორჩით ხვიჩას მისაკუთრების მცდელობას - სამი წელი დაკარგა ბიჭმა თქვენს ბეი-ბეგი ჩემპიონატში, მასინ ევროპაში - იგივე იტალიაში, ან ინგლისში ან გერმანიაში, ან ესპანეთში საშუალო გუნდში რომ მოხვედრილიყო, გაცილებით წინ იქნებოდა ახლა - რომელიმე გრანდში.
არტ
06 თებერვალი 2023 16:32
6
ესე იციან, აიკვიატებენ რაღაცას და იალაა, ტკიპებივით მოგეწებებიან და სანამ არ აიგლეჯ არ მოგეშვებიან. კვარაზე იუთუბში კომენტარებში ერთი ზდაროვი ბალნოი სერიოზულად ამტკიცებდა თანამედროვე რუსულის წიანაპარი ძველი რუსული 5000 წლისააო. შიზოფრენიასთან ახლოს მყოფი 'იდეები' აწუხებთ და მაგისთვის თვითონაც კვდებიან და და სხვასაც კლავენ. უკრაინა ლენინმა შექმნაო მარტო ეგ რად ღირს. შესაბამისად მისდით კიდეც საქმე.
გიორგი
06 თებერვალი 2023 21:40
3
რუსებს სული აქვთ?
Io
06 თებერვალი 2023 18:55
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული