ფანტასტიკური ჩაკვეტაძე "სლოვანს" ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სლოვანი“ გასვლაზე უახლოეს მდევარ დაკ-ს დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი ბარათი მიიღო და 90+3-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მე-40 წუთზე კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელი აბუბაკარი საჯარიმოს წინ მცველმა რისვანისმა წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მეორე ტაიმში ბრატისლაველები ინიციატივას დაეუფლენ, რომელთა რიგებში ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. გიორგი უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს და zoznam-ი და sport24 აღნიშნავენ, რომ ფანტასტიკურად თამაშობდა.
სწორედ მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გაათანაბრა კუცკამ ანგარიში. ბოლოს ჩაკვეტაძემ კუცკას ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა პასი, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია.

„სლოვანი“ 42 ქულით ლიდერია, დაკ-ს 3 ქულით უსწრებს და 18 თებერვალს ბანსკა ბისტრიცას „დუკლას“ უმასპინძლებს.

დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“
დაკ - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ბლეკმანი (7), 1:1 კუცკა (68)
გაძევება: რისვანისი (40, დაკ)

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიო ტრავმამდეც აკეთებდა შესანიშნავ პასებს,არც ფიზიკუად უჭირდა და გოლებიც გაჰქონდა.ამ სამი თვისებიდან,ორი აღიდგინა და გოლებიღა დარჩა.ერთი-ორი,თუნდაც შემთხვევითი გოლი და ჩაკვეს,ეგ მუხრუჭიც აეხსნება.ვისაც ახსოვს,მისი თამაში,დ ჯგუფში,დამეთანხმება რომ პრაქტიკულად მისმა თამაშმა გაიყვანა ჩვენი ნაკრები პირველ ადგილზე.რამდენი წლისა იყო?მგონი 19 წლისა!თუნდაც 20 იყოს!რასაც მაშინ აკეთებდა,წესით,ახლა მეტი უნდა შეეძლოს და ასეცაა.უბრალოდ გახსნა უნდა,ძველი თვითრწმენის დაბრუნება და ტრავმის დავიწყება.ეს აუცილებლად მოხდება და რაც მალე,მით უკეთესი.
სოსო
13 თებერვალი 2023 16:23
0
როცა ხვიჩაზე იწერება სტატია იმის გვერდზე მოყვარულებზე არ უნდა დაწეროთ..ჩაკვეტაძეც ფეხბურთელია და გენიალურ საუკეთესო ხვიჩაც..საქართველოს ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი არ ყავდა არც ყავს,მომავალში ვიქონიით იმედი რომ ეყოლება..დატკბით ხვიჩათი და მისი თამაშით..
sani
13 თებერვალი 2023 13:27
21
ხვიჩას ვერასდროს ვერ შეედრება ვიღაც ჩაკვეტაძე.ხვიჩა ვარსკლავია მსოფლიოს საუჯეთესო და როგორ უნდა შევადარო გაურკვეველი ჩაკვეტაძე..ბოღმა ალბათ გახრობთ ხვიჩას წარმატებისგან..
ნინო-ს
13 თებერვალი 2023 23:31
4
ჩაკვეტაძე ვინ არის?? ის ბიჭია ვინც სრულიად ახალგაზრდამ ითავა ნაკრების ლიდერობა და საქართველოს ნაკრები ჭაობიდან ამოათრია, უმადურებო!!!!
ანი
13 თებერვალი 2023 17:24
1
ყველა გამოხმაურება
ვუსურვებ სლოვანს ევროტურნირებზე შორს გასვლას, გიოს კი გაცილებით ძლიერ კლუბში გადასვლას!
ლაშა
13 თებერვალი 2023 00:40
0
გიო სლოვანში იმიტომ გადავიდა რომ სათამაშო პრაქტიკა ქონონოდა და ფორმა აღედგინა საჭირო არაა 10-20 გოლის გატანა ფაქტი სახეზეა რომ ჩაკვე ნელ ნელა იღდგენს ფორმას უკვე 90 წუთს თავისუფალდ თამაშობს და უბრუნდება ძველ კონდიციებს რაც ძალიან კარგია კიდე ბევრი მატჩია წინ კომფერენც ლიგის მატჩები და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს ფორმას ბოლომდე აღიდგეს.
gio
13 თებერვალი 2023 00:37
3
იმენა სასწაული ფეხბურთელია რაა სუფთა ჩემპიონი გოლები გვინდა მისი და რაც შეიძლება ბევრი უნდა გაბედოს და თავის თავზე აიღოს კარში დარტყმები მოგვენატრა მისი ცხრიანში ჩახვეულები მასზე კარგად ეს არავის გამოსდის
T.q
12 თებერვალი 2023 23:40
2
გიორგი წარმატებები და წინსვლა კარიერაში !
გიორგი
12 თებერვალი 2023 23:22
0
Gio goli gvinda shen genacvale golii da mere uceb mikveba sxva golebic...
Givi
12 თებერვალი 2023 23:16
0
გიორგი მართლაც ფანტასტიკური შესაძლებლობების ფეხბურთელია.ღმერთმა ბოლომდე გამოაყენებინოს!
მერაბი
12 თებერვალი 2023 23:09
0
ბათუმში ნორვეგიასთან გიორგის მივცემთ ძალას რომ იპოვოს საკუთარი თავი და ბოლომდე გაიხსნას. პირადად პირობას ვდებ ხმის ჩახრჩობამდე ვიყვირებ ჩაკვეტაძეს. ღმერთი შენსკენ გიო.
roma bejanidze
12 თებერვალი 2023 22:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული