თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

AutoSharing Option
Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნული წყარო უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, "კაჭკაჭები" მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ
ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ორი გოდ იკოს სადაცაა გასატლელია ჯერ
ჯანგო
18 თებერვალი 2023 17:31
3
ჩამოთვალოს ვინმემ ნიუკასლის რეგალიები, ჩამოთვალეთ რეალის რეგალიები და ყველაფერი ნათელი გახდება, რეალს სამეფო გუნდი ჰქვია და ტყუილად კიარა, რეალი ისევ დაბრუნდება და ძალიან მალე, ვიდრე აქ ფეხბურთის პროფესორებს გგონიათ და მერე ვნახავთ სად თამაშობენ ეზოს ფეხბურთს! ნიუკასლის და რეალის შედარება შეიძლება? სად ერეკლე და სად დანარჩენი სხვა?????
Ანზორი
18 თებერვალი 2023 12:47
3
რა სისულელეებს წერთ? ვისი რა საქმეა სად გადავა და სად ითამაშებს? ამ სხვისი ჰონორარების თვლას როდის დაანებებთ თავს? რამ გადაგრიათ ფულზე ასე? რა შურით და სიბრიყვით ხართ ავსილი ხალხო?! ღმერთმა დაიფაროს მართლა გეკითხებოდეთ რაიმე! დარწმუნებული ვარ ისეთს ურჩევთ.........არ ღირს ლაპარაკად, ნახირს მაგონებს დღევანდელი ყოვლის მცოდნე ხალხი!
Ანზორი
18 თებერვალი 2023 11:25
0
თუ ეს მოხდება და კვარა მომავალი სეზონიდან პრემიერლიგის ამ ამბიციურ კლუბში გადავა ეს იქნება იდეალური მისი კარიერისთვის და ზოგადათ ქართული ფეხბურთისთვის[ყურადობით ოთხჯერ აღემატება პრემიერ ლიგა სერია ა-ს მსოფლიოში, მოიძიეთ ადვილია], აქ ვინც პრემიერლიგას და სერია ა-ს შორის დღეს ტოლობას სვამს ფეხბურთის გაგებაში არ არის, ან კიდევ ნიუკასლს, რომელიც პრემიერლიგის უკვე მოხოდილი ახალი პროექტია უდიდესი პესპექტივით- ნაპოლი-ს ადარებთ და ბიჭს ურჩევთ უარი თქვას- მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხელფასზე, სისტემატიურად სიტსთან,მანჩესტერთან,ლიველპოოლთან, ჩელსისთან,არსენალთან,ტოტენჰემთან, ლესტერთან და ა.შ თამაშზე და გააგრძელოს თამაში კრემანოზეთან,ვერონასთან, სპეციასთან,სასუელოსთან და კიდევ 'სუპერ მატჩს' დაშლილ იუვესთან.......კიდევ, ბარსელონას და რეალის სოფლის კლუბებად მოხსენიება და მათი ნაპოლი-სთან შედარება, თუნდაც იმიტომ, რომ იქ კვარა თამაშობს მართლაც სიბრიყვის ფსკერის ფსკერია....
ამირანი
17 თებერვალი 2023 12:41
5
ანგლოსაქსების მიზანია საკალათბურთო ენ ბი ეის მსგავსად, პრემიერლიგა საფეხბურთო მექად აქციონ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში!
ლაშა
17 თებერვალი 2023 19:58
0
ალო, მოდებაში თავად ვერა ხარ!
დიდ ფულს არაბეთსა და აშშ-შიც იძლევიან. რახან ბევრ ფულს აიღებს ინგლისში გგონია, ლა ლიგას სჯობია ამით? ვერცერთ ტოპ 4 ლიგას ვერ ჯობია პრემიერლიგა. ფულით და მენეჯმენტით რომ აღემატება ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ გადასვლით ქართულ ფეხბურთს წაადგება უფრო, ვიდრე სხვა ტოპ ლიგებში. დოღ ლიგაა ეგ შენი პრემიერლიგა, სადაც თამაშობდნენ ქართველები 90-იან და 2000-იან წლებში და ბევრი ვერაფერი კარგის მომტანი ვერ გამოდგა!
საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა ან იტალიაში გადასვლით გაცილებით მოიგებს ქართული ფეხბურთი, ვიდრე ინგლისში, სადაც არცერთი ოქროს ბურთის მფლობელს არ უთამაშია უკანასკნელი ათქლეულის განმავლობაში!
პრემიერლიგა ნიშნავს გადაღლას, უამრავ სათასო შეხვედრაში მონაწილეობას და გამოფიტვას!
ლაშა
17 თებერვალი 2023 19:54
1
ქუთაისელს , აქ იმდენი ქართველია რო აღარ იქნება არავის ჩამოსვლა საჭირო, ქუთაისიც აქაა , თელავის, თუშეთიც , თბილისიც და ნახშირღელეც ჩემო ბატონო
Vasili
17 თებერვალი 2023 10:44
2
თუ ეს მოხდება და კვარა მომავალი სეზონიდან პრემიერლიგის ამ ამბიციურ კლუბში გადავა ეს იქნება იდეალური მისი კარიერისთვის და ზოგადათ ქართული ფეხბურთისთვის[ყურადობით ოთხჯერ აღემატება პრემიერ ლიგა სერია ა-ს მსოფლიოში, მოიძიეთ ადვილია], აქ ვინც პრემიერლიგას და სერია ა-ს შორის დღეს ტოლობას სვამს ფეხბურთის გაგებაში არ არის, ან კიდევ ნიუკასლს, რომელიც პრემიერლიგის უკვე მოხოდილი ახალი პროექტია უდიდესი პესპექტივით- ნაპოლი-ს ადარებთ და ბიჭს ურჩევთ უარი თქვას- მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხელფასზე, სისტემატიურად სიტსთან,მანჩესტერთან,ლიველპოოლთან, ჩელსისთან,არსენალთან,ტოტენჰემთან, ლესტერთან და ა.შ თამაშზე და გააგრძელოს თამაში კრემანოზეთან,ვერონასთან, სპეციასთან,სასუელოსთან და კიდევ 'სუპერ მატჩს' დაშლილ იუვესთან.......კიდევ, ბარსელონას და რეალის სოფლის კლუბებად მოხსენიება და მათი ნაპოლი-სთან შედარება, თუნდაც იმიტომ, რომ იქ კვარა თამაშობს მართლაც სიბრიყვის ფსკერის ფსკერია....
ამირანი
17 თებერვალი 2023 10:20
2
ნიუკასლი ისე გახდება გრანდი, როგორც მანჩესტერ სიტი. იმდენი ფული აქვთ, კვარას, ოსიმენს, სპალეტის, ჯუნტოლის და დე ლაურენტისს ერთად იყიდიან. მთავარია პროექტი, რასაც შესთავაზებენ. ისე ინგლისში ჩასვლა და გულშემატკივრობა ძნელი იქნება ქართველებისთვის, მათი რთული სავიზო პროცედურების გამო.
ქუთაისელი
17 თებერვალი 2023 09:18
1
რა ნიუკასლი ხომ არ გაგიჟდით.ფული თუ მთავარია საუდის არაბეთში გაუშვით მაშინ(მოვა მაგის დროც,ეს რომ კარიერის დასრენისკენ წავა).ეხლა კი მხოლოდ გრანდი(1-2წელიწადში).ჯერ .აქ ითამაშოს სადაც თამაშობს,გამოცდილება მიიღოს კარგად,თორემ ეხლა რომ წავიდეს იქ კაციჭამია ი არიან და შეიძლება ძალიან ფაუჭირდეს(გაიხსენეთ ინტერთან თამაში).წარმატებები ოქროს ბიჭს
კახა ქ.
17 თებერვალი 2023 08:46
0
ნიუკასლი ვერასოდეს ვერ გახდება გრანდი.კვარას იქ გადასვლა სისულელეა
ოთარი
17 თებერვალი 2023 08:26
0
უმეტესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის, თურმე ნიუკასლში სჯობს გადასვლა ვიდრე მადრიდის რეალში. საიდან მოდიხართ ან სად მიდიხართ ან რატომ აკომენარებთ ასეთ სისულელეებს
მამუკა
17 თებერვალი 2023 06:02
1

სიახლეები პოპულარული