![](https://sportall.ge/pictures/image5/2900b942ea233b1a34b7c74c6413f9be.jpg)
როგორც მოსალოდნელი იყო, "ღამურების" ახალი თავკაცი საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი მამარდაშვილს არ შეეხება და ის "მესტალიაზე" კვლავ პირველი ნომერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთვის" ბარახა მიმდინარე სეზონში მე-3 დამრიგებელია. გუნდი გასავარდნ ზონაშია და სასწრაფოდ ქულების დაგროვება ესაჭიროება. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "ღამურები" პირველ შეხვედრას 20 თებერვალს "ხეტაფესთან" ჩაატარებს.