გუშინ, 17 თებერვალს სერია A-ს 23-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ალესანდრო დიონისიმ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
"მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა მომენტები ჩვენც გვქონდა, დომენიკო ბერარდის არყოფნა ძალიან დაგვეტყო.
განიხილება თუ არა არმან ლაურენტი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლიორად? არ ვიცი, მაგრამ ახლოდან რაც ვნახე, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" - განაცხადა დიონისიმ.
"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს"
უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.
გოლი და საგოლე პასი - შეცვლაზე შესულმა კაკაბაძემ "კრაკოვიას" თამაში შემოატრიალებინა [VIDEO]
"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში
"ნაპოლის" ფანები "კვარას" გოლზე გაგიჟდნენ [VIDEO]