ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურიკო შეცვლაზე შევიდა - "ბორდომ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში „ბორდო“ სახლში „სენტ ეტიენთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:0-ს იგებდა.

„ბორდო“ 46 ქულით მეორე ადგილზეა და 11 მარტს მძიმე გასვლა ელის უშუალო კონკურენტ „სოშოსთან“, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება და ამ ტურის შეხვედრას 6 მარტს სტუმრად "კანთან" გამართავს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ბაჯი (46), 1:1 კრასო (81, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ