დავითაშვილის "ბორდომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მეორე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ გასვლაზე „ამიენი“ 2:1 დაამარცხა.

დავითაშვილი სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

თამაში მაღალ ტემპში არ მიმდინარეობდა, თავიდან მთლად ლამაზი სანახავი არ იყო, ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მომენტების შექმნა უჭირდათ და კონტრიერიშისას მასპინძლები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ. „ამიენი“ შესვენების შემდეგ გააქტიურდა, მაგრამ შეხვედრის დასასრულს ჟირონდულმა გუნდმა ორი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ლიდერი 52 ქულით „ჰავრია“, „ბორდო“ 45
ქულით მეორე ადგილზეა, მესამეზე 44 ქულით - „სოშო“, ხოლო მეოთხეზე 41 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.

„ბორდო“ 4 მარტს "სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს, „მეცი“ კი სტუმრად „ანსის“ დაუპირისპირდება.

ამიენი. „სტად დე ლა ლიკონი“
ამიენი - ბორდო 1:2
გოლები: 1:0 სისე (17), 1:1 ბაჯი (79), 1:2 ფრანსერჟიო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ცუდია ზურიკოს გასვლის მერე რომ გაიტანეს გოლებიიიი (((((((
zura222
20:28 28-02-2023
0
ეჰ ასე თუ გააგრძელე ჩემო ზურიკო, მოგიწევს სკამის ხეხვა.
რრრ
12:01 28-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული