"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარაცხელიამ გასულ თვეში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ალეკსეი მირანჩუკს (ტორინო), ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი), ანხელ დი მარიას (იუვენტუსი) და ფედერიკო ბასკიროტოს (ლეჩე) აჯობა.
ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აგვისტოშიც აღიარეს და პირველია, ვინც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო პრიზი.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 27 მატჩში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.