New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში ხვიჩას ესტუმრა.
"კვარაცხელია? ის ევროპის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში სიურპრიზები აღარ გვხვდება, ჩემპიონები ყურადღების ცენტრში არიან, იტანენ გოლებს და ამართლებენ მათზე დამყარებულ იმედებს, თუმცა "კვარა" მათგან რადიკალურად განსხვავდება.
გასულ ზაფხულს ხვიჩა ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში გულშემატკივრების გული მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო, მოწინააღმდეგეებს კი შიში და პატივისცემა ჩაუნერგა. ამ ისტორიაში თავმოყრილია ნიჭი და კეთილშობილება, რასაც ნეაპოლური საფეხბურთო კულტი "კვარადონა" და "კვარავაჯო" ემატება" - წერს რორი სმიტი.
მომზადებულია
tuttonapoli-ს მიხედვით