ხვიჩას ღირსეული საქციელი! "კვარამ" ოსიმენი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გაამხნევა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია 8 ბერგამოელის წინააღმდეგ წავიდა გამწვავებაზე და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

ქართველის მორიგმა შედევრმა, რა თქმა უნდა, გაგვახარა, თუმცა ერთი მომენტი ბევრს გამორჩა.

მოგეხსენებათ, მოედანზე ხვიჩას ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქტორ ოსიმენია, ნიგერიელი ფორვარდი "კვარას" ყოველთვის ამხნევებს, არც ინტერვიუებში ემალება "კვარას" შექებას და ჩინებული საგოლე მოქმედების შემდეგ აპლოდისმენტებითაც აჯილდოებს.

ოსიმენმა "ატალანტასთან" შეხვედრაში თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მას სჩვევია, რის გამოც მოედნიდან გასვლის შემდეგ წვივსაფარი მოიხსნა და განერვიულებულმა მთელი ძალით მოედანზე დააგდო...
ეს კადრი ოპერატორებმაც დაიჭირეს... როდესაც ხვიჩას თამაში არ მისდის, მისი პირველი დამცველი ლუჩანო სპალეტი და ვიქტორი არიან, დღევანდელ შეხვედრაში კი ჩაგდებული მატჩის შემდეგ ნიგერიელი ფორვარდი "კვარამ" გაამხნევა.

ესაა სწორედ ის დამოკიდებულება, რომელსაც "ნაპოლი" საოცნებო შედეგემადე მიყავს...

მკითხველის კომენტარები / 7 /
უჩა ვიქტორ ოსიმჰენი კაცური კაცია და უკვე ჩვენი ძმაა ხვიჩა კვარასთან მეგობრობის გამო!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 13:40
1
სიმართლე ერთია
კვარამ დიდებით გადაუსწრო ოსის,
ეგაც ადამიანია, თან ბავშვია ჯერ,
კვარამ მაგრად ითამაშა, მაგას არ გამოუვიდა( ყველა თამაშს ვერ ითამაშებ)
და, ცოტა შეშურდა კიდეც
თენგო
12 მარტი 2023 12:59
12
არაფერიც არ ჩააგდო. ასისიტი აბა მე გავაკეთე? ყველა თამაში გოლის გატანა უნდა და მომთხოვნია თავის თავთან. ძალიანაც კარგი თუ თვითონ ასე სთხოვს თავის თავს. წარმატებას ვუსურვებ ოსიმენს.
G.LA
12 მარტი 2023 12:11
1
მაკრატელები ურტყა და ერთი ამბები უბრალოდ არ გაუმართლა საგოლე პასი კი მაინც გააკეთა
9
12 მარტი 2023 12:10
1
რა ჩაგდებული თამაში? ერთერთი საუკეთესო იყო და საგოლე პასიც მან გაუკეთა ხვიჩას.
irakli81
12 მარტი 2023 11:39
1
100% მართლაც.
რატი
12 მარტი 2023 12:33
1
საგოლე პასი ხომ გააკეთა,მაგრამ,გოლზეა დამუხტული და დანარჩენს,დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.ასეთი მენტალიტეტით,შესაძლოა,მართლაც სუპერ ბომბარდირი გახდეს.
სოსო
12 მარტი 2023 11:25
1

სიახლეები პოპულარული