ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

El Gol Digital: მამარდაშვილისთვის ყველაზე რეალური "იუვენტუსში" გადასვლაა - "ვალენსია" მინიმუმ 35 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
ესპანური El Gol Digital-ის ცნობით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით კვლავ დაინტერესებულია "იუვენტუსი", რომელიც მას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "ღამურების" მფლობელის, პიტერ ლიმის მუშაობა კატასტროფულია, რამაც კლუბის საფუძველი შეარყია, თუმცა ზოგი რამ სწორადაც იქნა გაკეთებული, როდესაც ახალგაზრდა უცნობი ტალანტები მიიწვიეს. შედეგად რამდენიმე თვეში მათმა ფასმა მოიმატა და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ქართველი გოლკიპერია.

ქართველი ლა ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მისი შეძენა ბევრ კლუბს სურს

"სრულიად უცნობი თბილისელი მეკარე "მესტალიაზე" 2021 წელს მივიდა, მაგრამ მხოლოდ
რამდენიმე თვე დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რასაც წარმოადგენს. მაშინ მისი ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 25 მილიონი გახდა".

კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა

"ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად კლუბი ზაფხულში ისევ გაასხვისებს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეს, რომელთა შორის მოცემულ მომენტში აქტივში ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც სატრანსფერო ღირებულებით, ასევე ასაკით, მამარდაშვილია.

კლუბში გაცნობიერებული აქვთ, რომ მისი ტრანსფერი რეალურია, რაც გუნდს დაასუსტებს, მაგრამ ხაზინა დიდი ფულით შეივსება - მინიმუმ 35 მილიონით. ეს თანხა "ღამურებს" სატრანსფერო ბაზარზე უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს".

ევროპული გიგანტი მამარდაშვილის შესაძენად

"უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის ზაფხულში სხვა გუნდში გადავა, თუმცა ახლა ზუსტად ვიცით, უფრო რეალური რომელი ვარიანტია. "იუვენტუსი" ვოიცეხ შჩესნის შემცვლელის მოძებნას შეეცდება, რომლის სათამაშო დონემ უკვე დაცემა დაიწყო.

"იუვეს" ძალიან უნდა ქართველის შეძენა, რამეთუ აწმყოსა და მომავლის მეკარედ მიიჩნევენ და იმასაც უწყიან, რომ "ვალენსია" მასში გვარიან თანხას მოსთხოვს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს - 2027 წლის ივნისამდე".

altლორისი უნდა შეცვალოს - მამარდაშვილის შესაძლო ლონდონურ ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა

altმამარდაშვილის ინგლისური ვარიანტები - იქნება "ტოტენჰემი" საუკეთესო არჩევანი?

altეს საინტერესოა - "ვალენსია" მამარდაშვილის გასხვისებას გეგმავს და უკვე მისი შემცვლელიც შეიგულა

alt"ატლეტიკო" ობლაკის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

altGazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

ასევე დაგაინტერესებთ