მამარდაშვილის ინგლისური ვარიანტები - იქნება "ტოტენჰემი" საუკეთესო არჩევანი?

AutoSharing Option
სატრანსფერო ჭორ-მართალი მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ის პიკს აღწევს. კარგია, როცა ამ ყველაფრის "მსხვერპლი" ქართველი ფეხბურთელებიც არიან. "ნაპოლიში" გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიას ხომ უამრავ გუნდს უკავშირებდნენ.

უმეტეს შემთხვევაში, ქარიშხლის ჭიქაში ატეხა ნამდვილად არ ხდება, თუმცა საქმე არც მთლად ასე მარტივადაა. სატრანსფერო საგას ახლა გიორგი მამარდშვილის ირგვლივ ველით. ქართველი მეკარე "ვალენსიაში" თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა, დღეს კი აქტიურად წერენ მისი ესპანური გრანდებით დაინტერესების შესახებ. "მამარდა" ასეთ სუსტ "ვალენსიაში", სადაც ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია, აღარ გვემეტება. მადრიდის "ატლეტიკოზე" აქტიურად იწერება,
თუმცა "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა ლევან სეთურიძემ განაცხადა, რომ ის მარტში ინგლისში მიემგზავრება, რათა პრემიერლიგის კლუბების მხრიდან შესაძლო დაინტერესებას უკეთ გაეცნოს. აქედან გამომდინარე, აქაური ვარიანტების გაანალიზება საინტერესო იქნება.

მამუკა ჯუღელმა ერთხელ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი ტრამპლინი არ სჭირდება და ის ტოპკლუბში თავისუფლად ითამაშებსო. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ "ვალენსია" უკვე საკმაოდ დიდი ნახტომია, თუმცა პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში, იქ რამდენად საკმარისი იქნება?! რომელი კლუბია ინგლისის მთავარ ლიგაში ისეთი, რომელსაც ამბიცია და სახელი არ აკლია, ამავდროულად კი მამარდაშვილს იქ თამაში ახლავე სასტარტოში შეეძლება? შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი "ტოტენჰემი" იყოს. 36 წლის უგო ლორისმა ბოლო დროს შეცდომებს უმატა, გუნდმა "საუთჰემპტონიდან" კიდევ ერთი ვეტერანი, ფრეზერ ფორსტერი შეიძინა, ქართველ მეკარეზე აქცენტი კი მათთვის გრძელვადიანად მომგებიანი უნდა იყოს. სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელების გასხვისება არ უჭირს.

Sportall.Ge

"ტოტენჰემი" ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი "მილანს" დაუპირისპირდება. რთული სათქმელია, რა უნდა მოხდეს ისეთი, "დეზებიდან" ანტონიო კონტეს გაშვების შესახებ იფიქრონ და ის აქ მომავალ სეზონშიც არ იყოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებს "მანჩესტერ იუნაიტედისა" თუ "ლივერპულის" ხსენება უფრო გაახარებდათ, ამ გუნდებს აქ უფრო მეტი ფანი ჰყავს, თუმცა, თუკი "მამარდა" ასეთივე წარმატებით თამაშს განაგრძობს, კიდევ უფრო მოუმატებს და იმ თვისებებს დახვეწს, სადაც შედარებით პრობლემები აქვს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ის ხომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. დავიდ დე ხეა თუ ედერსონი გრანდებში ადრეულ ასაკში მოხვდნენ, თუმცა ასეთი შემთხვევები მუდმივი არაა.

სატრანსფერო ალიაქოთის დროს მნიშვნელოვანია, მოთამაშემ იმ გუნდში, სადაც ამჟამად თამაშობს, სრული კონცენტრირება მოახერხოს. გიორგი თავდაჯერებულია და გვჯერა, ის შესაძლო წასვლაზე მუდამ მოფიქრალი არ იქნება. მამარდაშვილი თავის მატჩებს ეროვნულ ნაკრებშიც მიიღებს, ზაფხულში კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ველით, რომელსაც საქართველოც მასპინძლობს.

altეს საინტერესოა - "ვალენსია" მამარდაშვილის გასხვისებას გეგმავს და უკვე მისი შემცვლელიც შეიგულა

მკითხველის კომენტარები / 16 /
გასაგებია რომ ინგლისში დიდი აქცენტი მეორე სართულზე კეთდება სადაც გიორგი მაღალ დონეზე ვერ არის მაგრამ ვალენსიაში დარჩენით დამარცხებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდება და ესკი ცუდია და მანდ დარჩენას წასვლა სჯობს. როცა თავს არ ზოგან და მაინც გიტანენ გოლებს ძნელი შესაგუებელია.
1
კვარა არის ახალი არშავინი
მაჩვი
18:20 09-02-2023
69

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული