ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სრულყოფილი ფეხბურთელია" - ანრიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფრანგის თქმით, ხვიჩას წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო თვისება გააჩნია.

"მას შეუძლია მეტოქე მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფოს, ბურთს შესანიშნავად ფლობს, ოსიმენთან მუდმივად ახლოს მოძრაობს და მის შედეგიანობას ნიგერიელის მოქმედებებიც განაპირობებს, ერთმანეთს კარგად უგებენ.

მას ყველაფერი აქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულად ითამაშოს. იმედია, იტალიის ჩემპიონატს მოიგებენ, ჩემპნიოთა ლიგა? თუ სპალეტის გუნდმა ეს ტიტულიც მოიგო, ნამდვილად სიგიჟე იქნება", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს დღეს,
თბილისის დროით 00:00 საათზე, "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით

alt"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

altეტო'ო: ანრი ანელკას დონის არ იყო


ასევე დაგაინტერესებთ