"სლოვანმა" თითქმის მოგებული მატჩი წააგო და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ სახლში „ბაზელთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გასვლაზე მიღწეული ფრის შემდეგ (2:2) ბრატისლაველებმა თავიდანვე შეუტიეს და აბუბაკარისა და კუცკას გოლებით დაწინაურდნენ. ვერაფერს იტყვი, ასეთ დებიუტს ვერც ინატრებდნენ. ჩაკვეტაძე ძალიან აქტიური იყო, ჯერ საჯარიმოში წააქციეს, შემდეგ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ მსაჯმა პირველ შემთხვევაში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, ხოლო მეორეში რატომღაც იქით დააჯარიმა. კარგად ირჯებოდნენ კაშია და კანკავა და საერთოდაც უნდა ითქვას, შესვენებამდე „სლოვანი“ დამაჯერებელი გახლდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ კოხტა პასით აბუბაკარი ხელსაყრელ პოზიციაზე
გაიყვანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამას სტუმართა იერიში და კალაფიორის მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა. მერე ნდოიემ მოახერხა და ორიოდ მეტრიდან ვერ გაათანაბრა ანგარიში. მწვრთნელმა ვაისმა დაცვის გასაძლიერებლად ჩაკვეტაძე ლიხით შეცვალა. ცოტა ხანში შვეიცარიელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ და ამჯერად მიზანს ზეკირიმ ვერ უწია. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში ამდუნიმ დალაშქრა ჩოვანის კარი, 2:2 და ექსტრა-ტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის დაწყებამდე ვაისმა მეკარე ჩოვანი ტრნოვსკით შეცვალა. თუმცა თერთმეტმეტრიანები უკეთ "ბაზელმა" შეასრულა და გაიმარჯვა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 675 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 2:2 (პენ 1:4)
გოლები: 1:0 აბუბაკარი (12), 2:0 კუცკა (18), 2:1 კალაფიორი (52), 2:2 ამდუნი (90+3)

„შახტარი“, რომლის საევროტურნირო განაცხადში არ იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, როტერდამში ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ 1:7 განადგურდა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას. ჩაკვე და მისი შვილი, გუნდის კაპიტანი მოხსნა და მოგებული თამაში წააგო.არაუშავს, რაც ბათუმში დაუმსახურებლად მოიგეს, აგერ მიართვა ბაზელმა.
თომა
17 მარტი 2023 09:01
1
ბათუმის ცოდვებმა ეხლა უწია
ქობულეთიდან
17 მარტი 2023 08:27
1
მეკარე არ ყავდათ საერთოდ!
გიორგი IV
17 მარტი 2023 08:16
0
რატომ არ წერთ, რომ ჩაკვეტაძემ საშინლად ითამაშა, (კანკავასა და კაშიასგან განსხვავებით). არაპატრიოტულია?
დიმა
17 მარტი 2023 07:44
0
პირველ ტაიმს ვუყურე,ჩაკვე ძაან შორსაა სამწუხაროდ იმ თამაშისგან რასაც ჩვენ მიგვაჩვია! მთლიანად გუნდი ხო საერთოდ მაგარი დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობს!
777
17 მარტი 2023 07:41
0
ბათუმს რაც გაუკეთა, შეუტრიალდა✅
ქომაგი
17 მარტი 2023 03:45
1
ჰო,რა ვიცი,მე არ ვარ სპეციალისტი და ვაისის კრიტიკოსად ვერ გამოვდგები,მაგრამ ზოგადად ნათქვამია: ,,საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმააო",ხშირად გვინახავს მსგავსი ფეხბურთში,ანგარიშის შენარჩუნებაზე გადართვა და თავდასხმის შეწყვეტა,საბოლოოდ მარცხით სამთავრებულა,მხოლოდ ბფეხბურთში არ ძიუდოშიც და სხვაგანაც
ადამიანი
17 მარტი 2023 02:49
1
სულაც არ მიკვირს რომ ჩაკვე აქ ვერ გაიხსნა, ეტყობა რომ უხალისოდ თამაშობს. ეს გუნდი საერთოდ ახლოს არაა ფეხბურთთან და ანტიფეხბურთის საუკეთესო ნიმუშია. არ არსებობს კომპონენტი რაც მინიმალურთან ახლოს აქვთ, შეფასებადაც არ ღირს ამ გუნდის თამაში თუ წვალება. ეს არც გუნდია და არც ფეხბურთთან ნაზიარები ცალკეული ფეხბურთელები. ქართველებს გარდა სახეც არავის აქვს სლოვანში. ბათუმის ან თბილისის დინამოში დაბრუნება გაცილებით მეტს მიცემს ჩაკვეს, სამწუხაროდ ასეა... სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს გუნდი გიორგიმ ან უარი თქვას ფეხბურთელობაზე...
nika
17 მარტი 2023 01:47
5
ჰალსტუხიანი აქლემი შევარქვი მე ამ კაცს, იმიტომ, რომ ჰალსტუხი კი უკეთია, მაგრამ აქლემივით იფურთხება და უტვინო შეცვლებით წააგო მოგებული თამაში.
ვაჟა მასწავლებელი
17 მარტი 2023 01:21
3
ძალიან დამწყდა გული მინდოდა რომ ქართველები რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ თან მე 4 ფინალებიდან უკვე კარგი გუნდები იქნებოდნენ მეტოქეებად და საინტერესო იქნებოდა ჩაკვეტაძე კარგი გუნდების წინაღმდეგ მაგრამ სამწუხაროდ ფაქტიურად მოგებული თამაში წააგეს ჩემი აზრით ჩაკვეს შეცვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და 70 წუთიდან ყრუ დაცცვაში ჩაჯდომა.
goga
17 მარტი 2023 01:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული