როდესაც გუნდელის გატანილი გოლი საკუთარზე მეტად გიხარია - რა რეაქცია ჰქონდა კვარას ნდომბელეს გოლზე [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 68-ე წუთზე კი თანაგუნდელს - ტანგი ნდომბელეს გაატანინა. როგორც ჩანს, "კვარა" თანაგუნდელის გატანილმა გოლმა ძალიან გააბედნიერა.

მოგეხსენებათ, ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, ალბათ 22 წლის გარემარბის ასეთი რეაქციაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

Sportall.Ge

altმე-10 საგოლე გადაცემა სერია A-ში და ნდომბელეს გოლი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაზე მეტად, ხვიჩაში მომწონს,თავდაბლობა და კეთილშობილობა.ნეაპოლელებმაც,ეს აღნიშნეს და უფრო შეიყვარეს.
როლანდ
21 მარტი 2023 22:57
1
მართლა მაგარი ადამიანი არის გენაცვალე გულში ღმერთმა დალოცოს ვაჟკაცო კაცო ამინ
კაკაო
21 მარტი 2023 06:55
0
პირველ რიგში კეთილშობილი ადამიანი! მადლობა მას და მის მშობლებს ამისთვის! კვარა არის კარგად და სწორად აღზრდილი ადამიანი რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი დააკლო ვარსკვლავურმა სენმა, რომელმაც ბევრი დიდი ტალანტი ჩააქრო. მაგრამ კვარა არის ადამიანი და მყარად დგას მწაზე უფლის წყალობით, უფალი გფარავდეს კარგო კაცო!
ირაკლი
20 მარტი 2023 15:05
0
გუნდელი კი არა - თანაგუნდელი.
xuta
20 მარტი 2023 11:52
0
კეთილი ბიჭი!!!
ზაზა
20 მარტი 2023 07:34
0
ისე რა გაუმართლა ასეთ ფეხბურთელებს როგორიც ნდომბელეა-რო თამაშობდეს სადღაც ჯენოაში ან სტოუკ სიტიში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა,არადა კაცი ჩლ-ს უმიზნებს.
Levani
20 მარტი 2023 03:55
2
ალექსანდრე აფშევმა,1964 წლის საჩემპიონო სეზონში,19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა,დინამოს შემადგენლობაში.აი მურთაზ ხურცილავამ,ტრავმის გამო,სულ 9 თამაში ჩაატარა იმ წელს,დინამოში და არც მისცეს ოქროს მედალი.დინამოს,ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდა და მწვრთნელმა,შავი სამუშაოს შესასრულებლად ჩამოიყვანა,რადგან ისინი,თავს არ იკლავდნენ წინ და უკან სირბილით და ბურთისათვის ბრძოლით.მართლაც არ იყო ვარსკვლავი,მაგრამ უმისოდ,შესაძლოა დინამო ვერც გამხდარიყო ჩემპიონი.ამის შემდეგ გავრილ კაჩალინი წაიყვანეს და ახალმა მწვრთნელმა,აფშვი გუნდიდან გაუშვა.აფშევმაც კვლავ კაჩალინს მიაკითხა,შენთან ამიყვანეო.დინამოში 10 გენიოსი მყავდა და ერთი შენისთანა მუშა ფეხბურთელი მჭირდებოდა,აქ კი,10 მუშა მყავს და შენი სახით,მეთერთმეტე,შენი სახით,არაფერში მჭირდებაო.გამოუშვა.არ ვიცი,რამდენად სიმართლეა,მაგრამ სადღაც მაქვს,ასე წაკითხული.
სოსო
20 მარტი 2023 18:33
0
ნდომბელე საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია, ნაპოლის ძირითადსაც ითამაშებს უპრობლემოდ
უვიცი
20 მარტი 2023 12:54
0
ყველა გამოხმაურება
კვარა, ბრილიანტია, ოქროს ბურთის მოვებას და ყველა ტიტულის მოგებას გისურვებ, გფარავდეს უფალი.
გური
20 მარტი 2023 01:04
1
ვეებერთელა გულის დიდი ფეხბურთელი!საამაყო ახალგაზრდა!ღმერთმა გაგახაროს!!!
მერაბი
19 მარტი 2023 22:18
1

სიახლეები პოპულარული