როდესაც გუნდელის გატანილი გოლი საკუთარზე მეტად გიხარია - რა რეაქცია ჰქონდა კვარას ნდომბელეს გოლზე [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 68-ე წუთზე კი თანაგუნდელს - ტანგი ნდომბელეს გაატანინა. როგორც ჩანს, "კვარა" თანაგუნდელის გატანილმა გოლმა ძალიან გააბედნიერა.

მოგეხსენებათ, ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, ალბათ 22 წლის გარემარბის ასეთი რეაქციაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

Sportall.Ge

altმე-10 საგოლე გადაცემა სერია A-ში და ნდომბელეს გოლი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაზე მეტად, ხვიჩაში მომწონს,თავდაბლობა და კეთილშობილობა.ნეაპოლელებმაც,ეს აღნიშნეს და უფრო შეიყვარეს.
როლანდ
22:57 21-03-2023
1
მართლა მაგარი ადამიანი არის გენაცვალე გულში ღმერთმა დალოცოს ვაჟკაცო კაცო ამინ
კაკაო
06:55 21-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული