"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა გინდათ მეგობრებო. ბიჭი, ოფიციალური მილიონერი გახდა. სად იყო და სადაა. რას მოესწრო, ღმერთს მადლობა ვუთხრათ, მანაც რათქმა უნდა და ვთხოვოთ ჯანზე გვიმყოფოს ჩვენი ბიჭი, ამ დაქცეულ ქვეყანასი, მაგან მაინც გაგვიხაროს ეს გული. მთელი ცხოვრება წინ აქვს, მსოფლიო გადაშლილია მის ფერხდით. ალბატ , რაც მაგის გვარს ნალოცი აქვს, მაგაზე ახდა და გამჩენი შეეწიოს. უტრამვოდ რა თქმა უნდა. ჯანმრთელობაა ის მთავარი რამ, რაც მაგას ყველაზე მეტად სჭირდება ეხლა. მსოფლიოს ნომერ პირველი გამხდარიყოს, ლიგა მოეგოს და ხელფასი მერე ნახეთ თქვენ. წინ მწვერვალებისთვის. ვინც იღორა, ყველაფერი დაკარგა , რუსეთის არ იყოს და ბარეორის.
ლევან მაღლაკელიძე
22:20 05-04-2023
0
ფულზე ნუაკეთებთ აქცენტს..მთავარი ფეხბურთია ხვიჩასთვის და თამაში.მემგონი რეალში .სიტიში ლივერპულში ან სხვა გრანდებში რომ გადასულიყო ხელფასი კი ექნებოდა მეტი მაგრამ ასე დატვირთვით ათამაშებდნენ???
ლადო
08:12 02-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული