"საშინელი ახალი კონტრაქტია, ღარიბული ხელფასია" - Sportbible ხვიჩას ახალი ანაზღაურებით შოკირებულ ფანებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამ ამბავს მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტული გამოცემა Sportbible გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფანები ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურებით შოკირებულნი დარჩნენ.

"კვარაცხელია ზაფხულში არსაიდან მოვიდა. ბათუმის "დინამოდან" გადმოსვლის შემდეგ მან ევროპაში ნამდვილი შტორმი მოახდინა.

მადრიდის "რეალი" და პსჟ მის შესაძენად იბრძვიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
"ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, კლუბში 2028 წლამდე დარჩება და არ ექნება გათავისუფლების პუნქტი.

მოსალოდნელი იყო, რომ მისი ხელფასი მკვეთრად მოიმატებდა, თუმცა გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ანაზღაურების შესახებ შეიტყვეს.

მისი წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით შეადგენს 4 მილიონ ევროს . ეს უდრის დაახლოებით 67 000 ფუნტს კვირაში", - წერს გამოცემა.

Sportbible-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით გულშემატკივართა კომენტარებიც მოჰყავს, სადაც სწორედ მათი გაოცებაა აღბეჭდილი.

"4 მილიონი ევრო? - პრემიერ ლიგაში ის ორმაგს მიიღებს!"

"პრემიერ ლიგაში 6 დიდ კლუბს თავისუფლად შეუძლია კვარაცხელიას ორმაგი, თუნაც სამმაგი გადაუხადოს"

"ეს არის ღარიბული ხელფასი ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის"

"კვირაში 67 000 ბონუსების ჩათვლით… გასაკვირი არ არის, რომ მოთამაშეებს სურთ პრემიერ ლიგაში გადასვლა"

"მაშინ მას პრემიერ ლიგაში მინიმუმ ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ვერ ვნახავ"

altგადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

მკითხველის კომენტარები / 50 /
ამხანაგი ივანე ჯუღაევის ჭikipedia web-გვერდი
ამ გცერდის ინგლისური, უკრაინული, სომხური და რუსული ვერსია არსებობს.
ქართული ვერსია არ არის.
Джугели, Иван Рамазович
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%A0%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
ქ. გ.
30 მარტი 2023 15:40
3
რატომ გავიწყდებათ ჭაბუა ამირეჯიბის "ბრძნული აზრი" კაცი უნდა ეყოს ხელფასს.ასე რომ იმედია შიმშილით არ მოკვდება.გაკვირვებული ვარ კომენტარებით. რამდენი გაუმაძღარი კაცია ამ ქვეყანაზე.
ვა რა დონეა
30 მარტი 2023 15:33
16
თქვენ ვერ მიხვდით მეგობარო, რაშია საქმე. საქართველოში ხომ უმრავლესობა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ვის რამდენი აქვს,ვინ ვისთან წევს, ვინ ვისი აგენტია და ა.შ. ესაა მთავარი. ისე განიცდიან ხვიჩას ხელფასს გეგონება წილში ეჯდნენ))
დავით 67
30 მარტი 2023 23:26
2
სწორედ ჯუღოევი(ჯუღელი) უნდა ეყოს ხელფასს, და არა ხვიჩა…. ჭაბუას სიტყვები ჯუღოევზეა დაწერილი…
კუკური
30 მარტი 2023 19:28
3
ხვიჩას საბაზრო ფასი 100 მილიონამდე აღწევს, ხომ ასეა? ორმილიონნახევარი არის უნამუსო შეთავაზება 100 მილიონიანი ფეხბურთელისთვის, , ზოგი ამბობს ფული მეორეხარისხოვანიაო, მაგრამ ხელფასი ხომ უნდა იყოს შენი სათამაშო ფორმის და სარგებლიანობის ადეკვატური, ჯუღელის და პრეზიდენტის, დე სანკტისის თავები იქნება მანდ, ორივეს ეხერხება შავი საქმეების კეთება, ჩემი აზრით არ უნდა დათანხმდეს ხვიჩა, მინიმუმ ორჯერ მეტს აიღებს და არანაკლებ გუნდში გადავა, თუ მანდ რეალურს არ შეთავაზებენ.
რეალისტი
30 მარტი 2023 15:22
3
ეს ფული ადამიანს ნებისმიერი ნატვრის ასრულებაში ეყოფა სრულიად,მაგრამ საქმე ისაა, რომ არარეალური გახდა სპორტსმენების ანაზრაურება და ხვიჩაზე ნაკლები დონის მოთამაშეს რომ აქვს 2 და 3 ჯერ მეტი. ნაპოლის საუკუნის წარმატება იქნება ეს სკუდეტო. მერე იქნება ისეთივე გუნდი როგორიც იყო 3 4 წლის წინ. მოიგოს სკუდეტო ალალად და უნდა წავიდეს ჩემი აზრით, ინსინიეს თუ ქონდა 9 მილიონი რა მოიგო გუნდმა??? არაფერი. აქ ხელფასზე არაა საქმე, აქ დონე და სხვა გამოწვევებია. წარმატება ხვიჩას და ყველა მშრომელ სპორტსმენს და ადამიანს.
ქომაგი
30 მარტი 2023 14:49
2
ანუ პრინციპის ამბავია და ჯუღელი არ გააბრაზოთ თორე მერაბს ეტყვის ჯანგველაძეს
skaro
30 მარტი 2023 21:44
1
რომელი მაგარი აგენტი ჯუღელია რო ახალი კონტრაქტი გაგკვირდათ? სანამ ჯუღელია აგენტი კაი კონტრაქტი არ იქნება
fff
30 მარტი 2023 14:43
4
სამწუხაროდ ჯუღელიც და ხვიჩას მამაც არიან უსუსტესი და პრიმიტული , კარიკატურული აგენტები ! ჩარჩენილები არიან 20-ე საუკუნის ბრეჟნევის ეპოქაში…
აკია ბარბაქინსკი!
30 მარტი 2023 15:38
6
კიმი და ოსიმენი სულ მალე ალბათ 2ან 3ჯერ მეტს აიღებენ,ხოდა რა გამოდის თუ გათავისუფლების პუნქტი არ არის ხაფანგში ყოფილა
Ddd
30 მარტი 2023 14:35
2
რას უთვლით ამ ბიჭს მის ნაშრომს, რა გაუტრაკეთ საქმე, მიხედავს როგორმე მის საქმეს როგორც აწყობს… ისე რომ იცოდეთ ნებისმიერ კონტრაქტშია ისეთი მიხლები რომლებიც არ ხმაირდება და დააყენეთ რა ყველამ :))
Leonardo
30 მარტი 2023 14:27
13
მართალს ამბობ, da Vinci,გეთანხმები.
:-):-)
30 მარტი 2023 16:10
3
100 % ვეთანხმები ,,პოსტის,, ავტორს.
...
30 მარტი 2023 13:54
1
ახლა, არავინ გამოხტეს აქ, ვითომ ხვიჩას დაცვის მიზნით, იმ გაცვეთილი ფრაზებით როგორიცაა, ხვიჩას ფული არ აინტერესებს და ესეც საკმარისი თანხაა, ან რა თქვენი საქმეა ხვიჩას ჯამაგირი. ხვიჩა ნაპოლიში ხომ ბედნიერია რაც მთავარია და მსგავსი სიტყვები.
ყველას მაგრად გვიყვარს ხვიჩა და ქართველების გულებშია, ყოველ შემთხვვეაში უმრავლესობა ქართველის ხოდა ასეთ დროს, როდესაც ლამის 5 წელი, აპირებ ნაპოლიში დარჩენას და გროშები უნდა აიღო ოფიციალური ჯამაგირი, ეს არის არათუ თავის დამცირება არამედ, ერის, პიროვნების ნიჭის შეურაცხყოფა! ბონუსს რაც შეეხება, ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ ნაპოლი წარმატებული იქნება მომავალი 5 წელი? შესაბამისად თუ წარმატებული როგორიც ახლაა არ იქნება, იმ ბონუსებსაც ვეღარ გამოიმუშავებს და დარჩება იმ 4 მილიონზე.
ამიტომ ხვიჩა იმედია იმ სულგაყიდულ ჯუღელს ან მოიცილებ საერთოდ ან არ გაითვალისწინო მისი საქციელი და ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორც შენ ნიჭს და კლასის ფეხბურთელს ეკადრება!
ლამის 15 წლის წინ კალაძეს ქონდა უფრო მეტი ანაზღაურება წლიური თავის არმანის კონტრაქტებით დამთავრებული და რა ხვიჩა კალაძის დონეზე ნუთუ არაა რომ მინიმუმ ცოტათი მეტი ჯამაგირი რომ ქონდეს? აღარაფერს ვამბობ ბიჭი პლანეტის 5 საუკეთესო ფეხბურთელში მოიხსენიება და ერთი სპორტული თუ არა სპორტულ არცერთ გიგანთ ბრენდს არ აქვს დადებული კონტრაქტი მასთან ნეტავ რატომ? ის არა,.,, ჯუღელი ხომ არაა ნეთავ თავში?

ხვიჩა მშობლებთან უფროს ძმასთან ერთად იმედია ისეთ გადაწყევტილებას მიიღებ როგორიც შენს ნიჭს ეკადრება და არ მოაწერ იმ წყეულ სამასხარო კონტრაქტს ხელს!
სატრანსფერო ფანრჯის გახსნისას კი იცოცხლე იმდენი ვარიანტი გექნება და ისეთი ღირსეული რომ თავად გადაწყევტ შემდეგ რომელი ქვეყნა თუ კლუბი გირჩვენია და იქ წახვალ. კი ფული არაა მთავარი კი ფული არ გაინტერესეებს დიდება და სპორტული ჟინი უპირველესად გიყენია წინა პლანზე მაგრამ ამ კაპიტალისტურ დრაკონულ არაადამიანურ ცხოვრებაში ჯამაგირი აუცილებელია!
კახა
30 მარტი 2023 13:45
3
მართალია!!!
ჯონდო
30 მარტი 2023 19:20
2
100%
მეგრელი
30 მარტი 2023 14:23
2
მას ფხბურთინუყვარს და არა ფული ფული თავისით გაიზრდება მომავალში შოკირებუკი არა შოკუნიები კიდე
ემიგრანტი
30 მარტი 2023 13:22
18
თავისით იზრდება ჭინჭარი ძმაო და არა ხელფასი.
სასაცილო პირობებია, აქ ფულზე არაა საქმე, აქ თავმოყვარეობის ამბავიცაა. ლოზანოს 4 მილიონი აქვს და კვარას 2.5? ბონუსები კიდე ან იქნება და ან არა.
მეგრელი
30 მარტი 2023 14:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული