დასრულდა სანაკრებო პაუზა და "ნაპოლი" მომავალი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. ეროვნული გუნდებიდან ხვიჩა კვარაცხელია, ელიფ ელმასი, მატიას ოლივეირა, ჯოვანი სიმეონე, კიმ მინ ჯე, ამირ რაჰმანი და ლეო ესტეგორი დაბრუნდნენ.
ტრავმა მოირჩინა და საერთო ჯგუფთან ერთად სრულად დაიტვირთა ჯაკომო რასპადორი, ხოლო დიეგო დემე და ბარტოშ ბერეშინსკი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.
შეგახსენებთ, 2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს, რომელსაც ამავე თვეში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კიდევ ორჯერ დაუპირისპირდება.