ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

ასევე დაგაინტერესებთ