ჩემპიონთა ლიგა. V ტური: საოცარი ქამბექები - პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური ჩატარდა და პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა - „არსენალი“ და პსვ.

A ჯგუფიდან „ბაიერნი“ უკვე გასული იყო და სახლში „კოპენჰაგენს“ ფრედ ეთამაშა (0:0). ასევე ფრედ დასრულდა „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი (3:3). „კოპენჰაგენს“ და „გალათასარაის“ 5-5 ქულა აქვთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი - 4.

B ჯგუფში „არსენალმა“ საკუთრ მოედანზე „ლანსი“ გაანადგურა (6:0) და პირველი ადგილი დაიკავა. პსვ-მა გასვლაზე 0:2-დან შემოუტრიალა თამაში 66-ე წუთიდან კაცნაკლულ „სევილიას", 3:2 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა.

D ჯგუფში „ბენფიკა“ ჟოაო მარიოს ჰეთ-თრიკით დაწინაურდა
„ინტერთან“, მაგრამ მილანელებმა ფრეს მიაღწიეს (3:3). „სოსიედადი“ და „ზალცბურგი“ დაზავდნენ (0:0). „სოდიედადს“ და „ინტერს“ 11-11 ქულა აქვთ, უკვე მოიპოვეს შემდეგი ეტაპის საგზური და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი დაიკავებს პირველ და რომელი მეორე ადგილს.

A ჯგუფი


სტამბლი. "გლობალ სტადიუმი"
გალათასარაი - მანჩესტერ იუნაიტედი 3:3
გოლები: 0:1 გარნაჩო (11), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (18), 1:2 ზიეში (29), 1:3 მაკტომინეი (55), 2:3 ზიეში (62), 3:3 აკტიურკოღლუ (71)

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - კოპენჰაგენი 0:0

B ჯგუფი


ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - ლანსი 6:0
გოლები: 1:0 ჰავერცი (13), 2:0 ჟუან ჟეზუსი (21), 3:0 საკა (23), 4:0 მარტინელი (27), 5:0 ოდეგარდი (45+1), 6:0 ჟორჟინიო (86, პენ)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - პსვ 2:3
გოლები: 1:0 რამოსი (24), 2:0 ენ-ნესირი (47), 2:1 საიბარი (68), 2:2 გუდელი (82, საკ. კარში), 2:3 პეპი (90+2)
გაძევება: ოკამპოსი (66, სევილია)

C ჯგუფი


ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - უნიონი 1:1
გოლები: 0:1 გოსენსი (42), 1:1 ჯალო (51)
გაძევება: ნიაკატე (31, ბრაგა)

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)

D ჯგუფი

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ინტერი 3:3
გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (5), 2:0 ჟოო მარიო (13), 3:0 ჟოაო მარიო (34), 1:3 არნაუტოვიჩი (51), 2:3 ფრატეზი (58), 3:3 სანჩესი (72, პენ)
გაძევება: ანტონიო სილვა (86, ბენფიკა)

სან-სებასტიანი. "რეალ არენა"
სოდიედადი - ზალცბურგი 0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული