ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მერვედფინალის საგზური ხოჭოლავას "კოპენჰაგენმაც" მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეექვსე, დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა და პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი.

მერვედფინალის საგზური, „ნაპოლის“ გარდა, „კოპენჰაგენმაც“ მოიპოვა, რომელმაც სახლში „გალათასარაის“ 1:0 სძლია და A ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. დანიურ გუნდს ტრავმის გამო კვლავ ვერ დაეხმარა დავით ხოჭოლავა. ის, ალბათ, პლეი-ოფებამდე მწყობრში ჩადგება.

ადრე ჯგუფური ეტაპი "მანჩესტერ სიტიმ", "ბაიერნმა", "ინტერმა", "სოსიედადმა", "რეალმა", "ლაიფციგმა", "ატლეტიკომ", "ბარსელონამ", "დორტმუნდმა", "ლაციომ", პსვ-მ და "არსენალმა" გადალახეს. ამრიგად, შემდეგი ეტაპის 14 მონაწილე უკვე ცნობილია, დანარჩენი ორი კი დღეს გაირკვევა.

A
ჯგუფი


მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერ იუნაიტედი - ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (70)

კოპენჰაგენი. "პარკენი"
კოპენჰაგენი - გალათასარაი 1:0
გოლი: ლარაგერი (58)
გაძევება: ლარაგერი (90, კოპენჰაგენი)

B ჯგუფი


ეინდჰოვენი. "ფილიპსი"
პსვ - არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ნკეტია (42), 1:1 ვერტესენი (50)

ლანსი. "ბოლარ-დელელისი"
ლანსი - სევილია 2:1
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63, პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79, პენ), 2:1 ფიულჟენი (90+6)

C ჯგუფი

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

ბერლინი. "ოლიმპიასტადიონი"
უნიონი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (45+1), 1:1 ხოსელუ (61), 1:2 ხოსელუ (72), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (45, რეალი)

D ჯგუფი

მილანი. "სან სირო"
ინტერი - სოსიედადი 0:0

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ბენფიკა 1:3
გოლები: 0:1 დი მარია (32), 0:2 რაფა (45+1), 1:2 სუჩიჩი (57), 1:3 კაბრალი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 3 /
დათა ხოჭოლავაზე,რა ლანძღვა გინება წავიდა,ტრავმა არ აქვს,იგონებსო..!ოპერაციები გაიკეთა და ჯერაც ვერ თამაშობს.ახლა მაინც დაიჯერეთ?თქვენ ბოღმა ამოანთხიეთ და დაივიწყეთ,ის კი,დარჩა შეგინებული და დამცირებული.მერე რაიმე რომ იყოს,ისევ ასე გალანძღულებს გაამტყუნებთ,რატომ არ სურთო,ნაკრებში წამოსვლა.
სოსო
13:15 13-12-2023
2
აღნიშნული ბმულიდან: https://1tv.ge/news/chempionta-liga-cnobilia-14-mervedfinalisti-1tvsport/ ჩანს თუ რომელი ჩემპიონატები ლიდერობენ რეიტინგის მიხედვით!
10-ჯერ მეტი დაფინანსება გქონდეს და მაინც არ გქონდეს შედეგები გაგონილა?!
ლაშა
12:09 13-12-2023
0

სიახლეები პოპულარული