გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" ჩატარებულ მესამე მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.
გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, ოდესაში "ჩერნომორეცთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. გიორგის შესვენების შემდეგაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.
"შახტარი" 43 ქულით ლიდერია და 8 აპრილს უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლებს.
ოდესა. "ჩერნომორეცი"
ჩერნომორეცი - შახტარი 2:2
გოლები: კრისკივი (1), 1:1 პუტრია (8, პენ), 1:2 გოჩოლეიშვილი (19), 2:2 სალიუკი (41)